საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი კომპანია: აფლოფარმი
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: კაფსულა #60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა:
1ტაბლეტი
ზვიგენის ხრტილისგან გამოყოფილი გლუკოზამინის სულფატი 2KCL . . . . . . . . . . . .500მგ.
ზვიგენის ხრტილისგან გამოყოფილი ქონდროიტინი . . . . . . . . . . . . . . . 100მგ.
არააქტიური ინგრედიენტები:
მიკროკრისტალური ცელულოზა,, სილიციუმის დიოქსიდი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
– ზვიგენის ხრტილისგან გამოყოფილი ქონდროიტინი: ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის და პრეგლიკანების სინთეზს, მონაწილეობს კოლაგენური ბოჭკოების შენებაში, ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციაში, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
– მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენასა და შენებაში, იცავს მას დაშლისგან, აუმჯობესებს სახსრების კვებას და მოძრაობას.
გლუკოზამინის სულფატი 2KCL:
– ააქტიურებს პროტეოგლიკანების, გლუკოზამინოგლიკანების, ჰიალურონის და ქონდროიტინგოგირდმჟავის, აგრეთვე იმ სხვა ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც წარმოადგენენ საშენ მასალას სახსრის გარსის, სახსარშიდა სითხისა და ხრტილოვანი ქსოვილისათვის;
– ავლენს ქონდროპროტექტორულ და ოსტეოტროპულ ეფექტს, ახდენს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჩალაგების ნორმალიზებას.
ზვიგენის ხრტილისგან გამოყოფილი ქონდროიტინის და გლუკოზამინის სულფატის კომბინაცია განაპირობებს ტკივილის სინდრომის გამოხატულების შემცირებას, სახსრის ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
ჩვენებები:
– პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, მუხლზედა ქონდრომალაცია;
– მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად);
– ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები.
სტაბილ ფორტე რეკომენდებულია 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებსა და მოზრდილთათვის, აგრეთვე, ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის.
მიღების წესები და დოზები:
მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში-ღამეში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. მკურნალობის კურსები მეორდება 3 თვის ინტერვალებით ან ექიმთან შეთანხმებით.
უკუჩვენება:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), ფენილკეტონურია.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატი აუმჯობესებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეთვისებას. სტაბილ ფორტეს მიღების ფონზე მცირდება მოთხოვნილება არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებზე.
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არაუმეტეს +25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა – 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ