შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს: შავნაყოფა არონიის მშრალ ექსტრაქტს – 70მგ მათ შორის არონიის ანტოციანებს – 11მგ კალენდულას მშრალ ექსტრაქტს – 12,6მგ მათ შორის ლუთეინს – 6მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
LUTEX №30 მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია. შავნაყოფა არონიის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები – ანტოციანები ხელს უწყობენ:
• თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის – როდოპსინის სინთეზს, რითაც აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს;
• თრგუნავენ თვალის ბროლის ქსოვილებში პათოლოგიურ ალდოზო-რედუქტაზულ აქტივობას, ხელს უშლიან კატარაქტის განვითარების პროცესს.
• უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას. ლუთეინი- კაროტინოიდია, რომელიც ბადურის ყვითელი ხალის (მაკულას) ძირითად პიგმენტს წარმოადგენს:
• იცავს ბადურას მზის სხივების რადიაციული და სხვა სახის პათოლოგიური ზემოქმედებისაგან
• იცავს თვალის ბროლს არასასურველი ზემოქმედებისგან, რითაც აფერხებს კატარაქტის განვითარებას.
ჩვენება:
LUTEX №30 გამოიყენება, როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:
• საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია
• შეძენილი ჰემერალოპია
• დიაბეტური რეტინოპათია
• სიბნელისადმი მხედველობის (ღამის და საღამოს მხედველობის) ადაპტაციის მექანიზმების დარღვევ
• ბადურის მაკულარული დისტროფია
• ბადურის პიგმენტური დეგენერაცია
• კატარაქტა
• გლაუკომა
• პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა
• კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობისას
• მხედველობის დატვირთვის ფონზე
• მზეზე ხანგრძლივად ყოფნის დროს
დოზირება:
1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს გაფრთხილება:
• LUTEX №30 განკუთვნილია 12 წელზე უფროსი ბავშვებისათვის და მოზრდილთათვის
• არ შეიძლება რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
• ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია მწარმოებელი: Adamed Consumer Healthcare S.A პოლონეთი
