შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 კაფსულა შეიცავს: DHA – დოკოზაჰექსაენის მჟავა – 250 მგ (წყალმცენარე შცჰიზოცჰყტრიუმ სპ.-დან მიღებული) არააქტიური სუბსტანციები: მაღალი-ოლეატის შემცველობის მზესუმზირას ზეთი; მზესუმზირას ლეციტინი. ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლები და ასკორბილ პალმიტატი, ჟელატინი, ტენის შემნახველი ნივთიერება: გლიცეროლი, ჟელატინი, საღებავი: რკინის ოქსიდი, ლიმონის არომატიზატორი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი სამკურნალო გამოყენებისათვის
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ომეგამედ გოლდ-ი შეიცავს მცენარეული წარმოშობის სუფთა DHA-ს, იგი მიღებულია წყალმცენარისაგან ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, რითაც განსხვავდება თევზისაგან მიღებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეებისაგან. DHA – დოკოზაჰექსანის მჟავა ომეგა-3 ჯგუფიდან წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან, კარგად ცნობილ და ყველაზე ფართოდ გამოკვლეულ საკვებ ნივთიერებას. ომეგამედ გოლდ-ის დღეში 250მგ( 1 კაფსულა) მიღება უზრუნველყოფს: – ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას – მხედველობის სიმახვილეს ომეგამედ გოლდ-ის მაღალი დოზებით მიღება (2000მგ/დღეში) ხელს უწყობს: – გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას – სისხლში ტრიგლიცერიდების ადექვატური დონის შენარჩუნებას – ორგანიზმის ინფექციებისადმი მომატებულ რეზისტენტობას მინიჭებული აქვს უსაფრთხოების სერთიფიკატები GRAS და FDA
დოზირების რეჟიმი:
ომეგამედ გოლდ-ი შეიცავს დოკოზაჰექსანის მჟავას დოზებში, რომლებიც შეესაბამებიან ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო საფუძვლებს და ექსპერტთა რეკომენდაციებს.
მოზრდილები:
1 კაფსულა (250მგ DHA) დღეში. ომეგამედ გოლდ-ის კვებითი ღირებულება:
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ არის განკუთვნილი პარენტერალური გამოყენებისათვის.
სუნი და გემო:
ომეგამედ გოლდ-ი შეიცავს მცენარეული წარმოშობის სუფთა DHA-ს, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო სუნსა და გემოს. პრეპარატის ბუნებრივი წარმოშობის გამო, ზეთის მაღალი კონცენტრაციის გამო, პრეპარატი შეიძლება დაილექოს. ეს პროცესი არ ცვლის პრეპარატის ხარისხს. მცენარეული წარმოშობის DHA, რომელიც გამოიყენება ომეგამედ გოლდ-ში, შეესაბამება ხარისხისა და უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ ნორმებს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
250მგ კაფსულა #30 Pharmaceutical Company SEQUOIA Sp.Zo. o.
