ნატურალური სედატიური საშუალება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. მკვრივი , ჟელატინის კაფსულები მწვანე – ყვითელი ფერის.
შემადგენლობა: ვალრიანი – 100მგ, პასიფლორა – 100მგ, გვირილა – 100მგ. კრაზანა 60მგ. სხვა ინგრედიენტები: თეთრი ბრინჯის ფქვილი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი (კაფსულა).
მახასიათებლები: ნოვორელაქსი მცენარეული წარმოშობის ფიტოპრეპარატია. გამოხატული სედაციური მოქმედებით, მიეკუთვნება ეფექტურ ანტისტრესულ საშუალებას, რომელიც გვეხმარება შიშისა და ნევრასთენიული მდგომარეობის დასაძლევად. ნოვორელაქსის შემადგენელი კომპონენტები – ვალერიანის ფესვები ხასიათდება სედაციური მოქმედებით, ამცირებს დაძაბულობისა და გაღიზიანებადობის ნიშნებს, რომლებიც ნიშანდობლივია ფსიქიური გადაძაბვის დროს, აღადგენს ძილის ნორმალურ რიტმს, ხასიათდება სპაზმოლიზური მოქმედებით.
– პასიფლორა შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდებს-ვიტექსინს, ხასიათდება მსუბუქი სედაციური მოქმედებით, ხელს უწყობს ძილის აღდგენას, ამცირებს ნერვულ აგძნებადობას, ავლენს სპაზმოლიზურ, სედაციურ მოქმედებას, აუმჯობესებს გულის მუშაობას.
– გვირილის ექსტრაქტი ავლენს სპაზმოლიზურ, სედაციურ, ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია მასში შემავალი აპიგენინითა და აპინინით. ფლავონოიდები კი, ხელს უწყობენ თავის თვინის სისხლძარღვთა სპაზმის მოხსნას.
– კრაზანა მიეკუთვნება ბუნებრივ ანტიდეპრესიულ საშუალებას, მას აგრეთვე გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სედაციური მოქმედება და გამოიყენება კომპლექსური მკურნალობისას.
– ნევროზების, დეპრესიებისა და ნიკოტინდამოკიდებულების დროს.
ჩვენება:
– გუნება- განწყობილების ხშირი ცვლა;
– გადაღლა, აპათია, დაქვეითებული მოტივაცია;
– შიშის, განგაშის მდგომარეობა;
– ძილის დარღვევა;
– შფოთვა, მომატებული ნერვული აგზნებადობა;
– გაღიზიანებადობა;
– თამბაქოსთვის თავის დანებების დროს,
– მდომარეობის შემსუბუქება. რეკომენდირებულია მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან.
პრეპარატის მიღების შეწყვეტა: – შემადგენელ კომპონენტთა მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამოვლენისას.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება შინაგანად, საკმაო რაოდენობით წყლის დაყოლებით, მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები: იშვიათია ალერგიული რეაქციები, სისუსტე. ადვილად ასატანია. ძირითადი მითითებანი: შესაძლებელია პრეპარატის ხანგძლივი მიღება. მისი მოხსნისას არ ვითარდება აბსტინენციის სინდრომი. არ იწვევს შეჩვევას. პრეპარატის მიღებისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისა და (1-2 კვირით) ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
დოზის გადაჭარბება: თავბრუსხვევა, ტკივილი მუცლის არეში, მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდში, გუგების გაფართოება, გულის რევა და თავბრუსხვევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია.
ორსულობა , ლაქტაცია: მხოლიდ ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით.
გამოყენება პედიატრიაში: პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე, 12 წლამდე კვლევათა მონაცემები არ არსებობს. მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდირებული, – ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა.
გამოშვების ფორმა: 15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი (სულ 30 კაფსულა). მუყაოს კოლოფში ჩანართ ფურცელთან ერთად.
შენახვის წესი: ინახება 15-30 გრადუს ცელსიუსზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა: 3 წელი გამოშვების დღიდან. არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდგომ.
მწარმოებელი: ალფა ვიტამინს ლაბორატორის ინკ. 1472 ჩრდილო – დასავლური, 78 პრ., დორალ, ფლ. 33126, აშშ, ფარმაცევტული კომპანია ფარმ მედიკა-ს დაკვეთით, ჟენევის მოედ. უოტერფრონტ დრაივ, 3469, როად ტაუნ, ტორტოლა, ბვო.