შემადგენლობა:
ა) ფერმენტული შემადგენლობა/კომპლექსი, რომელიც აუმჯობესებს ენზიმების მოქმედებას:
• ალაოს ექსტრაქტი, მდიდარი ფერმენტებით, რომლებიც ხელს უწყობს სახამებლის დაშლას;
• ანანასის გულის ექსტრაქტის მშრალი ფხვნილი, მდიდარი ბრომელაინით.
• პაპაიას ექსტრაქტის ფხვნილი, მდიდარი პაპაინით. ბ) პრობიოტიკები ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები, ჯამური რაოდენობით 1*109(1 მილიარდი ცოცხალი ბაქტერია) თითოეულ აბში.
• Lactobacillus acidophilus;
• Lactobacillus casei;
• Bifidobacterium bifidus. გ) პრებიოტიკები, (ოლოგისაქარიდები), ნაწლავური მიკროფლორის ზრდის მასტიმულირებელი ინგრედიენტები, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილებში არ იშლება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სასარგებლო მიკროფლორის ნუტრიენტულ წყაროს წარმოადგენს.
• ინულინი;
• ოლოგოფრუქტოზა. დ) რძემჟავა, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავში მჟავა გარემოს შექმნას, რომელიც თავის მხრივ აუცილებელი გარემოა ფერმენტული ტიპის ბაქტერიების (Lactobacillus და Bifidobacterium) სწრაფი ზრდისა და განვითარებისათვის.
ჩვენება:
• ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევა;
• დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს).
• დიარეა;
• შეკრულობა;
• ნაწლავური ინფექციები;
• კვებითი ალერგიები;
• ჰიპერურიკემია;
• ღვიძლის დისფუნქცია;
• ჰიპერპროტეინული დიეტები;
• სიმძიმის შეგრძნება და შებერილობა საკვების მიღების შემდეგ;
• მეტეორიზმი;
• კოლიტი;
• გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული);
მიღების წესი:
რეკომენდებულია 1 საწუწნი აბის მიღება დღეში ძირითადი საკვების მიღების შემდეგ. პრეპარატის მიღება დაშვებულია დიაბეტიან პაციენტებში, მხოლოდ ამ შემთხვევაში მისი მიღება რეკომენდებულია ძირითადი საკვების მიღებამდე, გასხვავებით სხვა შემთხვევებისაგან.
ორსულობა და ლაქტაცია:
უკუჩვენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოვლენილი არ არის. ამ დროს მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით. შეფუთვის ფორმა და დოზა შეფუთვაში 30 აბი, თითოეული 2 გ.
შენახვის ვადა და პირობები:
ვარგისია წარმოებიდან 36 თვის განმავლობაში. შეინახეთ დაბალი ტემპერატურის პირობებში. მწარმოებელი SoriaNatural ესპანეთი
