ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
კორსიზი #100ტ

კორსიზი #100ტ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
საძილე და სედატიური საშუალება. ათქკოდი: N05CB02.    

 
ქვეყანა: საქართველო
 
მწარმოებელი: ავერსირაციონალი
 
ჯენერიკი: Bromisovalerian acid+Phenobarbit+Menthe                                 
 
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ალფაბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი, ფენობარბიტალი, პიტნის ზეთი
გამოშვების ფორმა: 
შემოუგარსავი ტაბლეტები.

 

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:

  • ალფაბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერს – 8.2 მგ
  • ფენობარბიტალს – 7.5 მგ;
  • პიტნის ზეთს – 0.58 მგ
  • დამხმარე ნივთიერებებს:
    • ბეტაციკლოდექსტრინი
    • კარტოფილის სახამებელი
    • ტაბლეტოზა (ლაქტოზას მონოჰიდრატი
    • მიკროკრისტალური ცელულოზა
    • მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

  • სედატიური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, სპაზმოლიზურ საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირებას
  • გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება;
  • აადვილებს ბუნებრივი ჩაძინების პროცესს
  • ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი ალფაბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერი ხასიათდება სედატიური და სპაზმოლიზური მოქმედებით, ჭარბ დოზებში ამჟღავნებს მსუბუქ საძილე ეფექტსაც
  • ფენობარბიტალს გააჩნია სედატიური და სუსტი სპაზმოლიზური მოქმედება
  • პიტნის ზეთი რეფლექტორულად აფართოებს სისხლძარღვებს და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას

     

ჩვენება: 

ნევროზი, აგზნებადობა, უძილობა, მათ შორის ჩაძინების გაძნელება
ნეიროცირკულატორული დისტონია
ტაქიკარდია
არამკვეთრად გამოხატული კორონაროსპაზმი
ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადია
კუჭნაწლავის ტრაქტის ორგანოების  სპაზმი, გამოწვეული ნეიროვეგეტატიური აშლილობით.


 
მიღების წესი და დოზირება: 
დოზირების და მკურნალობის რეჟიმისა და ხანგრძლივობას, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად, მკურნალი ექიმის ადგენს.
მოზრდილებში, როგორც წესი, ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ტაქიკარდიისა და კორონაროსპაზმის დროს ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე

 

გვერდითი მოვლენები: 

  • შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუ, კანის ალერგიული რეაქციები, კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ მოშლილობა.
  • პრეპარატის მაღალი დოზით ხანგძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ბრომიზმის განვითარება
  • იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები შექცევადია და დოზის შემცირებასთან ან მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად ადვილად გაივლის.

 
უკუჩვენება: 

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ
  • ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
  • ღვიძლის პორფირია.


     

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: 

  • აძლიერებს სედატიური პრეპარატების, ნეიროლეფსიური საშუალებების, ტრანქვილიზატორების, ალკოჰოლის მოქმედებას
  • ვალპროის მჟავით მკურნალობის დროს კორსიზის მოქმედება ძლიერდება
  • პრეპარატის მიღებამ შეიძლება შეასუსტოს კუმარინის წარმოებულების, გრიზეოფულვინის, გლუკოკორტიკოიდების, პერორალური კონტრაცეპტივების მოქმედება
  • პრეპარატი ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას.


     

ჰიპერდოზირება: 
სიმპტომები: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.
კორსიზს სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია


 
ორსულობა და ლაქტაცია: 
დაუშვებელია პრეპარატის ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მიღება.

განსაკუთრებული მითითებები: 

  • პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება
  • ლაქტოზაგალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში კორსიზის გამოყენება რეკომენდებული არ არის
  • მონაცემები კორსიზის ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არსებობს, ამიტომ პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატი არ გამოიყენება.

     

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს


 
შეფუთვა: 

10
ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 10 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.


 
შენახვის პირობები: 
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.


 
ვარგისობის ვადა: 

2
წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.


 
აფთიაქიდან გაცემის პირობა: 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ.


 
მწარმოებელი: 
შპსავერსირაციონალი” (საქართველო).


 
მისამართი:     
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის . 14.

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights