ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #50 ან 250
1 ტაბლეტი შეიცავს: Berberis D2 – 15 მგ; Acidum nitricum D4, Cantharis D5 – Sesabamisad 30 მგ, Causticum Hahnemanni D4 – 60 მგ; Plumbum aceticum D6 – 30 მგ; Alumina D12 – 75 მგ. Sabal serrulatum D2 – 30 მგ; ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.
ჩვენებები:
საშარდე გზების ანთებითი დაავადებები, კენჭის წარმოქმნით ან მის გარეშე.
მიღების წესები და დოზები:
ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით, მწვავე შემთხვევებში – თითო ტაბლეტი ყოველ 15 წუთში ერთხელ, არა უმეტეს 2 საათისა.
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.
უკუჩვენება:
არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები:
Reneel N ნაჩვენებია როგორც დამხმარე საშუალება პროსტატის ადენომისას Sabal-Homaccord, Berberis-Homaccord- თან ერთად; ჰიდრონეფროზისას Traumeel S- თან ერთად; თირკმლის ჭვალისას Berberis-Homaccord, Spascupreel- თან ერთად; დილაობით წელის ტკივილებისას, განსაკუთრებით, თირკმლის მიდამოში; შარდის შეუკავებლობისას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე.
აფთიაქში გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Biologische Heilmittel Heel GmbH
გერმანია
