ხეშავის დაწვრილმანებული ნაყოფები -0,297 გ; კალციუმის სტეარატი;
ჟოსტერინის კაფსულების შემადგენლობაში შედის ხეშავის ნაყოფების ფხვნილი, რომელიც შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (4%), მათ შორის ფრანგულაემოდინს, ქრიზოფანოლს, (იგივე გლუკოფრანგულინი), რამნოქსატინს (ფრანგულინს) და ფრანგულა-ემოდინის ბიოზიდს – ჟოსტერინს.
ნაყოფების ფხვნილი ასევე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ანთოციანებს, ფისებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რამნეტინი, კემფეროლი, რამნოციტრინი).
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჟოსტერინის კაფსულებს აქვს საფაღარათო მოქმედება, რაც განპირობებულია მასში ანტრაგლიკოზიდების შემცველობით, აღნიშნული ნივთიერებები აღიზიანებენ ნაწლავების ინტერორეცეპტორებს და აძლიერებენ პერისტალტიკას, მოქმედებენ მსხვილ ნაწლავზე და განაპირობებენ მის სწრაფად დაცლას.
ჩვენება:
გამოიყენება ატონური და სპასტიური ყაბზობისას. ძირითადი მოქმედების გარდა ამჟღავნებს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტურ, შემომგარსველ, ბაქტერიციდულ თვისებებს. რეკომენდებულია კოლიტის, ბუასილის, სწორი ნაწლავის წყლულისა და ნახეთქების დროს.
უკუჩვენება:
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
– ჰემორაგიული სისხლდენა;
– ქრონიკული ქოლეცისტიტი.
მიღების წესი და დოზირება:
1 კაფსულა დღეში ერთხელ ძილის წინ, ყოველ მეორე დღეს. მიღების ხანგრძლივობა და ინტერვალი ინიშნება ინდივიდუალურად.
შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვა:
ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას
გაცემის წესი:
ურეცეპტოდ;
ვარგისიანობის ვადა:
1 წელი;
