1 ტაბლეტი შეიცავს:
კატაბალახას სქელი ექსტრაქტი -0,02გ; პიტნის ზეთი 0.000289-0.000206გ;
დამხმარე ნივთიერებები – 0,18გ მასის ტაბლეტების მიღებამდე.
კატაბალახას ფესურა ფესვებით შეიცავს ვალერიანას და იზოვალერიანის მჟავებს, ბორნეოლს, მირტენოლს, ალკალოიდებს: ვალერიანს, ხოტინინს და სხვა; სედაციური მოქმედების ნივთიერებებს-ვალოპოტრიატებს.
ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, დამამშვიდებელი საშუალებაა.
ჩვენება:
ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ჭამის დროს.
შეფუთვა:
#20 ტაბლეტი ბლისტერზე, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
შენახვა:
ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
