ორკბილას ბალახი; სორბინის მჟავა; 95% ეთილის სპირტი; გამოხდილი წყალი;
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ბაქტერიოციდული, სიცხის დამწევი (გაძლიერებული ოფლდენის ხარჯზე) მოქმედება, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
ჩვენება:
გარეგანი – ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება, ეგზემა, ფსორიაზი, ფურუნკული, პიოდერმია.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
აბაზანის მოსამზადებლას ჭუპა-ჭუპას 20 მლ იხსნება 10 ლ წყალში.
გამოშვების ფორმა:
100მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ყოველ ფლაკონს ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
შენახვის პირობები:
15_25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
