ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.
– კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.
– ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას.
– მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.
– თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში.
– ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.
– სპილენძი, მანგანუმი, სელენი, ბორი, ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებთან ერთად ხელს უწყობს ძლიერი ძვლების და კბილების, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემის შენარჩუნებას.
შემადგენლობა:
|
აქტიური ნივთიერება |
ორი აბი შეიცავს |
|
კალციუმი |
800 მგ |
|
მაგნიუმი |
300 მგ |
|
თუთია |
10 მგ |
|
სპილენძი |
1 მგ |
|
მანგანუმი |
0,5 მგ |
|
სელენი |
50 მკგ |
|
ბორი |
0,6 მგ |
|
ვიტამინი D3 (400 IU) |
10 მკგ |
* მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული
ჩვენება:
– რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
– ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი
– კარიესის პროფილაქტიკა
– სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი
– მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
– ორსულობა და ლაქტაცია
– მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი
მიღების წესი: ბავშვები (4-12 წ): ერთი საღეჭი აბი დღეში ერთხელ. მოზრდილები: დღეში 2 საღეჭი აბი (ან ერთი აბი დღეში 2-ჯერ) ძირითად საკვებთან ერთად. აბი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს.
არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, გლუტენს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს
გამოშვების ფორმა: 10 აბი ბლისტერზე, შეფუთვაში 3 ბლისტერი.
გაცემა: ურეცეპტოდ
მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიქსი”, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
Vitabiotics-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენლის, “სახალხო აფთიაქის” ქსელში.
