კვირა, ივლისი 13, 2025
მთავარისამინისტრობათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ სამედიცინო...

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისებს აწვდის

ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.

მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან სამედიცინო დაწესებულების საჭიროებები განიხილა. შეხვედრაზე კლინიკას, სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობებზე და განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მომსახურების სტანდარტების მეტად გასაუმჯობესებლად, სამინისტრო, კლინიკასთან ერთად, აქტიურად მუშაობს.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისებს აწვდის. კლინიკაში ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, რომელიც 95 პაციენტს ემსახურება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიული მომსახურების სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში 2023 წლის შემოდგომაზე ამოქმედდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო შელია.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights