ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიშენი ექიმიყველაფერი, რაც კი ანესთეზიის შესახებ გაინტერესებთ

ყველაფერი, რაც კი ანესთეზიის შესახებ გაინტერესებთ

ქირურგიული მანიპულაციები და სხვადასხვა დიაგნოსტიკური პროცედურები წარმოუდგენელია ანესთეზიის გარეშე.

ანესთეზია ხელოვნური გზით ტკივილის შეგრძნების დათრგუნვაა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ქირურგიული ჩარევებისთვის ფუნქციონირებს ულტრათანამედროვე ვენტილაცია–კონდიცირების სისტემითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ოთხი საოპერაციო ბლოკი, უახლესი ანგიოგრაფიული ლაბორატორია და სისხლძარღვთა საოპერაციო.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს რევაზ ვაჩეიშვილი.

ჩვენი კლინიკის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია კომპანია Drager–ის წარმოების საანესთეზიო აპარატებით, სისხლის გაზების ანალიზატორებით, საინფუზიო მოწყობილობებით, ინვაზიური და არაინვაზიური, ახალი თაობის კარდიომონიტორებით.

ანესთეზიოლოგიურ დეპარტამენტში გამოიყენება ანესთეზიის შემდეგი სახეები:

ზოგადი ბალანსირებული ანესთეზია;

ტოტალური ინტრავენური ანესთეზია;

რეგიონული ანესთეზიის სხვადასხვა მეთოდები;

ინტრავენური სედაცია ამბულატორიულ ქირურგიაში და საოპერაციოს გარეთ დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებისთვის;

ტკივილის სინდრომის ეტიოპათოგენეზური პროფილაქტიკა და მკურნალობა;

მექანიკური ვენტილაციით მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ფილტვის მწვავე დაზიანებისა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე პაციენტებში;

ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის ახალი მეთოდები;

ანესთეზიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რეზი ვაჩეიშვილი.

– რას გულისხმობს ტერმინი ანესთეზია?

– ტერმინი ანესთეზია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს „უგრძნობლობას“.

 – რას გვეტყვით ანესთეზიისთვის მოსამზადებელ პროცედურებზე?

– თითოეული ანესთეზიის სახეობა ირჩევა პაციენტის ქირურგიული ოპერაციის მიხედვით. ანესთეზიის დაწყებამდე ექიმი ანესთეზიოლოგი ეცნობა პაციენტის ისტორიას, კრეფს ანამნეზს ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების სტილის, ალერგიის, მავნე ჩვევებისა თუ მისი თანმხლები დაავადებების შესახებ და ა.შ.

 – პაციენტები აცხადებენ, რომ ნარკოზის შემდეგ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. კიდევ რა გართულებები შეიძლება გამოვლინდეს?

– როგორც ყველა დარგში ანესთეზიის დროსაც არსებობს გვერდითი ეფექტები და გართულებები. რასაკვირველია, ეს რისკები ექიმ ანესთეზიოლოგს დაჰყავს მინიმუმამდე. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ოპერაციის შემდეგ მალევე ქრება და არ გრძელდება დიდხანს.  საუბარია: გულისრევაზე, ღებინებაზე, კანკალსა და შემცივნების შეგრძნებაზე, მეხსიერების დაქვეითებაზე, შარდის ბუშტის პრობლემაზე, ყელისა და თავის ტკივილზე, ტუჩის ან კბილის დაზიანებაზე. თანამედროვე აპარატურითა და მედიკამენტებით ისეთი, როგორიც ჩვენს კლინიკაშია, გართულებები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამასთან, შესაძლო გართულებებს წარმოადგენს საანესთეზიო საშუალებების მიმართ სერიოზული ალერგიული რეაქცია.

აღსანიშნავია, რომ გეგმიური ოპერაციების დროს რისკები და გართულებები მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან ანესთეზიოლოგი წინასწარ აფასებს მდგომარეობას და პაციენტს აძლევს გარკვეულ რეკომენდაციებს, მაგალითად, რომ უნდა დაიკლოს წონაში, შეწყვიტოს სიგარეტის მოწევა, ჩაიტაროს ალერგოლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის კონსულტაცია.

 – რას გვეტყვით ანესთეზიის სახეებზე?

– არსებობს ანესთეზიის სხვადასხვა სახეები: სპინალური ანესთეზია, ეპიდურული ანესთეზია, რეგიონული ანესთეზია, ინტრავენური ანესთეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით, ზოგადი ბალანსირებული ანესთეზია და ა.შ.

ენდროტრაქეალური ნარკოზი გულისხმობს სასუნთქი გზების პროთეზირებას, ინტუბირებას და აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანას. ამ დროს პაციენტს აპარატი საჭირო მოცულობით აწვდის აირსა და ჟანგბადის კონცენტრაციას. არსებობს ენდოტრაქეალური ანესთეზიის კომბინირებული და ბალანსირებული სახეობები. ენდოტრაქეალური ნაჩვენებია პაციენტების ჯანმრთელობის ზოგადი მძიმე მდგომარეობის დროს. მუცლის ღრუზე ოპერაციების ჩატარებისას, მედიკამენტები ინდივიდუალურად შეირჩევა პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე.

რეგიონული ანესთეზიის დროს მგრძნობელობა ითიშება სხეულის გარკვეულ ნაწილში, შესაბამისად, პაციენტი აბსოლიტურად საღ გონებაზეა. ანესთეტიკი შეგვყავს უშუალოდ ნერვულ წნულში და ხდება ამა თუ იმ ორგანოს გაუტკივარება. ამ მეთოდს ფართოდ ვიყენებთ ზედა კიდურებზე ოპერაციის დროს.

სპინალური ანესთეზიის დროს საანესთეზიო საშუალება შედის ზურგის ტვინის მახლობელ სივრცეში. პრეპარატი აღწევს ნერვულ ბოჭკოებში და ბლოკავს ნერვული იმპულსის გადაცემას. გაუტკივარების ეს სახე უფრო ხშირად გამოიყენება მენჯის ღრუს ორგანოებსა და ქვემო კიდურების ოპერაციის დროს. ანესთეზიისას პაციენტი წევს გვერდზე ან ზის. ნემსის შეყვანა აბსოლიტურად უმტკივნეულოა. ბლოკის დადგომის შემდეგ სურვილისამებრ, პაციენტი შეიძლება იყო გონზე (არ განიცდიდეს რაიმე სახის ტკივილს) ან შეუძლია დაიძინოს.

ინტრავენური ანესთეზია გამოიყენება მცირე მასშტაბის მანიპულაციებისა და ოპერაციების დროს. ამ შემთხვევაში პაციენტი იძინებს მედიკამენტის საშუალებით და შენარჩუნებულია სპონტანური სუნთქვა.

ეპიდურული ანესთეზია განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ დანერგილი მეთოდია. ამ დროს ანესთეტიკი შეჰყავთ ხერხემლის გარკვეულ სივრცეში, რომელსაც ეპიდურული სივრცე ეწოდება. ვბლოკავთ იმ ნერვებს, რომლებიც იმპულსებს თავის ტვინისკენ გზავნიან. ეპიდურულ ანესთეზიას აქვს ბევრი დადებითი მხარე, მაგალითად, პაციენტი არის ნათელ გონებაზე, მშობიარობის დროს აღიქვამს და შეიგრძნობს შვილის დაბადების ბედნიერებას. ეპიდურულ ანესთეზიას ხშირად ვიყენებთ მასშტაბური ოპერაციების შემდეგ პოსტოპერაციულ პერიოდში.

წყარო:

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights