სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიბლოგითბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია

ავტორი: თათია გოჩაძე

2024 წლის 18-20 აპრილს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ტარდება საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე – „ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ინოვაციური სტრატეგიები და კონცეფციები“.

აღნიშნულ კონფერენციას აქტიურ მედიამხარდაჭერას უცხადებს “შენი პულსი” და გაგაცნობთ მონაწილეთა მოსაზრებებს აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე:

გიორგი ფხაკაძე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტი, დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის პროფესორი, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი საქართველოში:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი

“უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქი 3 დღით არის თბილისი. ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს სამედიცინო უმაღლესი განათლება არის საერთაშორისო დონის.

ჩვენი ექსპერტები, სპეციალისტები არიან თანასწორუფლებიანი პარტნიორები ამ პროცესში.

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე არის, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი უმაღლესი სამედიცინო განათლების ცენტრი.”

თამარ თალაკვაძე – პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტი საქართველოში:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი

“დღევანდელი კონფერენცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ შეკრებილი არიან სამედიცინო განათლების, სადოქტორო სწავლების მთავარი პერსონები, რომლებიც რეალურად ქმნიან ამინდს ამ სფეროში.

27 ქვეყნიდან გვყავს სტუმრები, 28-ე ქვეყანას ჩვენ წარმოვადგენთ. კონფერენცია აქტიურ ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ეს ღონისძიება საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ ჩართული ამ პროცესში. მათთან ათეული წლების ურთიერთობა გვაკავშირებს და დღეს რომ ვმასპინძლობთ “ორფეუსის” კონფერენციას, ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საკითხი.

აქ იმყოფებოდა სამთავრობო წარმომადგენლობა – სამინისტროდან და ხარისხის მართვის დეპარტამენტიდან.

ჩვენ ამ საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად ვაგრძელებთ და შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია თესალონიკში, სადაც მივემგზავრებით…

საქართველოში ასეთი წარმომადგენლობის ჩამოსვლა ადასტურებს, რომ ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი დიდია, რაც ძალიან მახარებს.”

ირინე ფხაკაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტი საქართველოში:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი

“ნებისმიერი კონფერენცია თუ ფორუმი, სადაც მონაწილეობენ აკადემიური პირები დარგის ექსპერტებთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმისმიერი დარგის განვითარებისთვის. განსაკუთრებით, თუ ეს კონფერენცია საერთაშორისო დონისაა და ისეთი წარმომადგენლობითია, როგორიც დღეს არის.

აქ ყველაზე რეიტინგული საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციების პრეზიდენტები და წარმომადგენლები მსჯელობენ სადოქტორო განათლების, სამეცნიერო კვლევებს გაუმჯობესებასა და ხარისხის ამაღლების შესახებ.

მჯერა, რომ აქ გაზიარებული რჩევები, რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებები ნამდვილად დაეხმარება დარგის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ეს შედეგი დაუბრუნდება საზოგადოებას”

გურამ სანადირაძე – პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი

” შარშან გახლდით ბელგიაში ამ კონფერენციაზე და მაშინ გადაწყვიტეს, შემდეგი ღონისძიება საქართველოში ჩატარებულიყო და ეს ძალიან მახარებს, რადგან ეს აღიარებას ნიშნავს ჩვენი სამედიცინო სკოლის, მომზადების მეთოდებისა. ამიტომ ძალიან მოხარული ვარ ამ კონფერენციით.”

PROF. JANET CARTON – University College Dublin, Ireland:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი

“მე ძალიან მახარებს დღევანდელი კონფერენცია, საინტერესოა, რადგან საუბარია უმაღლეს სამედიცინო განათლებაზე.

ეს უდიდესი რამაა თქვენი ქვეყნისთვის, რადგან თბილისში ახლა არიან უდიდესი მკვლევრები უმაღლეს სამედიცინო განათლებაში და ეს დიდი წარმატებაა საქართველოსთვის.”

ZVONIMI MLINARIC – University of Zagreb Faculty of Pharmacy and Biochemistry, Croatia:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი“ჩემთვის ეს კონფერენცია არის საინტერესო, რადგან მაქვს საშუალება, ჩემს კოლეგებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება და მეც მივიღო გამოცდილება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩართულები არიან სამედიცინო განათლებაში.”

ნინო თაბაგარი – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი

“ვფიქრობ, ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია ევროპასთან დაახლოებისა.

ამ ტიპის კონფერენციები შედარებით იშვიათია, რადგან ეხება კვლევებს, მათი ორგანიზაციის საკითხებს და ამ კონფერენციამ უნიკალური შესაძლებლობა შექმნა საქართველოში…”

ლევან ტვილდიანი – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი

” “ორფეუსი” პირველად ატარებს კონფერენციას საქართველოში, რაც ნამდვილად საპატიოა ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტისთვის – ჩვენ ვართ მათი ძირითადი პარტნიორი.

ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თავისთავად სადოქტორო სწავლების სამეცნიერო სტანდარტებს ეხება. ეს სტანდარტები შეიმუშავება არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

მონაწილეობენ წამყვანი სამედიცინო დარგის ორგანიზაციები. ჩვენს ქართველ კოლეგებს, ადგილობრივებს, აქვთ არაჩვეულებროვი საშუალება, რომ ეზიარონ ამ ხედვებს, პოზიციებს, მიიღონ დისკუსიებში მონაწილეობა, გაუზიარონ საკუთარი აზრი უცხოელ კოლეგებს და ა.შ. ჩვენს კონფერენციას ესწრება 99 უცხოელი წარმომადგენელი 27 სხვადასხვა ქვეყნიდან.”

ნანა ტატიშვილი – პროფესორი, ტვილდიანის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი“ამ კონფერენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ეს ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდა მკვლევრების და მეცნიერების გაზრდას, მათ საუკეთესო კვალიფიკაციას და ეროვნული სტანდარტების დანერგვას.

ეს კონფერენცია და საერთაშორისო გამოცდილება დაგვეხმარება როგორც მენტორების, ასევე მკვლევრების პროფესიულ ზრდაში.”

თეა კორძაძე – აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი
“ეს არის ევროპული დონის კონფერენცია, რომელზეც შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ საქართველოში ტარდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დავით ტვილდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ კონფერენციის საქართველოში ჩატარებისთვის.

ამ კონფერენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უნივერსიტეტებისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის…”

გიორგი გაბუნია, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მედიცინის დოქტორი:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი
“ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, როდესაც ასეთი დიდი წარმომადგენლობითი ორგანო ჩამოდის და გვიტარებს საინტერესო შეხვედრებს.

ქართულ სამედიცინო სივრცეში შეუფასებელია თითოეული ჩვენგანისთვის აქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება, ყველა გამოცდილი სპეციალისტის მიღწევების გაზიარება, შეცნობა და გათავისება.

ძალიან დიდი მადლობა დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტს ამ საქმის სულის ჩადგმისათვის, ასე დიდებულად და წარმატებით ჩვენამდე მოტანისათვის.”

Livia Puljak – University of split school of medicine, TRIBE PhD prigram, Croatia:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი

“ჩემთვის ეს კონფერენცია არის პროგრესი, ჰარმონიზაცია. რაც მთავარია, სწავლა კოლეგებისგან, სხვა ქვეყნებისგან, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ უმაღლესი სამედიცინო განათლება.

ძალიან მიხარია, რომ ეს ტარდება საქართველოში, რადგან მე ძალიან მიყვარს საქართველო!”

თინათინ კუჭუხიძე, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი“საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის კვლევა და მეცნიერება, განსაკუთრებით ჩვენს სფეროში. შესაბამისად, ეს კონფერენცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიცნოთ და დავეკონტაქტოთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, როგორც სამედიცინო განათლებაში, ასევე სხვადასხვა სფეროში და გავცვალოთ ჩვენი კვლევები და მოსაზრებები.”

ალეკო კურდაძე -დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი:

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი“ამ კონფერენციას ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველად ტარდება საქართველოში. ეს არამარტო მე, როგორც სტუდენტს, დამეხმარება განვითარებაში, არამედ მთელს ქვეყანას, რადგან დიდი მომავალი იხსნება ევროპისაკენ, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია.”

აღნიშნული ღონისძიება გახლავთ ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის – ORPHEUS-ის ყოველწლიური
კონფერენცია, რომელსაც მასპინძლობს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი

ORPHEUS აერთიანებს 131 უნივერსიტეტს 42 ქვეყნიდან; მას, როგორც ორგანიზაციას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, აღნიშნული ტიპის „Research on Research”კონფერენციების ორგანიზების 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი

ცნობილია ამ ორგანიზაციის მაღალი რეპუტაცია დარგის სამეცნიერო წრეებში, კერძოდ სადოქტორო სწავლების შეფასების სტანდარტებსა და PHD ტრენინგის ორგანიზებას „საუკეთესო პრაქტიკის“ რეკომენდირების საკითხში.

ღონისძიებაზე განიხილება ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) რეფორმა, რომელიც ეხება განახლებულ შეთანხმებას კვლევის შეფასებაში ერთიანი მიმართულების დაფუძნების შესახებ და თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტებს და/ან სადოქტორო პროგრამებს ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში „უპასუხონ“
EUA-ს შეთანხმებას რეფორმის ფარგლებში.

თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია | შენი ექიმი

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საქართველოს სტუმრობს ავტორიტეტული ინსტიტუციების წარმომადგენლები, მათ შორის:
▪️ ORPHEUS-ის პრეზიდენტი: პროფესორი ჯონ კრიმერსი;
▪️ AMSE-ს პრეზიდენტი: პროფესორი ჰარმ პიტერსი;
▪️ AMEE-ს პრეზიდენტი: პროფესორი სუბჰა რამანი;
▪️ CoARA კოალიციის დამფუძნებელი, EUA-ს შეთანხმების ავტორი, EUA-CDE პრეზიდენტი: პროფესორი სტეფან ბერგმანსი;
▪️ ANVUR: პროფესორი მენიკო რიზი, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების შეფასების იტალიის ეროვნული სააგენტო, CoARA (კოალიცია კვლევითი შეფასებისათვის) გლობალური ინიციატივის – მართვის საბჭოს წევრი.
▪️ WFME-ს პრეზიდენტი: პროფესორი რიკარდო ლეინ-ბორკესი;
▪️ ORPHEUS-ის ყოფილი პრეზიდენტი: პროფესორი ბობ ჰარისი სადოქტორო სწავლების დირექტორი კაროლინსკას უნივერსიტეტში და სხვა, გამოცდილი ექსპერტები.

კონფერენციას აქვს დიდი მნიშვნელობა მედიცინისა და ჯანდაცვით მეცნიერებებში უნივერსიტეტთა განვითარებისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights