ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიშენი ექიმიVIDEO: ხელის პროთეზი ქალის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს შეეზარდა ტექნოლოგიებიon 05/12/2023 ...

VIDEO: ხელის პროთეზი ქალის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს შეეზარდა ტექნოლოგიებიon 05/12/2023 192 VIEWS

50 წლის შვედ ქალს, რომელმაც ხელი ფერმაში მომხდარი ინციდენტისას დაკარგა, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროთეზი დაუყენეს, რომელიც ამავე დროს, ტრანსფორმაციულიც აღმოჩნდა.
ბიონიკური ხელი ეფუძნება რევოლუციურ ტექნოლოგიას, რომელიც პირდაპირ მომხმარებლის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს უერთდება და წარმოქმნის ადამიანი-მანქანის ინტერფეისს; შედეგად, ხელოვნურ ინტელექტს თავის ტვინის სიგნალების ზუსტ, მაგრამ მარტივ მოძრაობებად გადათარგმნა შეუძლია.

ქალი, რომელსაც ბიონიკური ხელი დაუყენეს, სახელად კარინი (გვარი ანონიმურია), ახლა გარკვეულწილად გრძნობს შეხებას და ინდივიდუალურად ამოძრავებს ხუთ ბიონიკურ თითს, თანაც 95-პროცენტიანი წარმატებით.

კარინმა ოცი წელი იცხოვრა მარჯვენა ხელის გარეშე, მაგრამ ახლა, მას უკვე შეუძლია ყოველდღიური საქმიანობის 80 პროცენტის შესრულება, მაგალითად, საკვების მომზადება, საგნების აღება, ჩანთებისა და ტანსაცმლის შეკვრა გახსნა, კარის ჩამკეტის დატრიალება, ხრახნების დაჭერა.

გარდა ამისა, პროთეზული ხელის დაყენების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა კარინის ყრუ ტკივილიც, რომელიც მისი თქმით, ისეთი იყო, თითქმის ხელს ხორცსაკეპ მანქანაში ყოფდა.

„პროთეზით ყველაფერს უკეთესად ვაკონტროლებ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ტკივილი შემიმსუბუქდა. დღეს გაცილებით ნაკლები მკურნალობა მჭირდება“, — ამბობს კარინი.

ინჟინერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელმაც კარინის ბიონიკური ხელი შექმნა, მისი წარმატების შესახებ ახლახან გამოაქვეყნა პუბლიკაცია ჟურნალ Science Robotics-ში.

შვედ, იტალიელ და ავსტრალიელ მკვლევართა განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შიდა ელექტროდების მქონე რობოტულმა ხელმა გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა იდაყვს ქვემოთ ამპუტაციის შემთხვევებში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გაყინული ლიმონი – მეთოდი, რომელიც გეხმარებათ ებრძოლოთ უამრავ დაავადეას – მაგალითად დიაბეტს!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights