„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან გამოსულიყო მედიკამენტების ღირებულება და ამ გზით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ვთქვათ ხმამაღლა: პრაქტიკულად არცერთი პაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ძალაში უახლოეს პერიოდში შევა.
„ბევრი ონკოპაციენტისთვის ეს ობიექტურად შემაფერხებელი ფაქტორი იყო გარკვეულ დაფინანსებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ალტერნატიული შესაძლებლობებიც ჰქონდა საიმისოდ, რომ რაღაცა ფორმით ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. მიუხედავად ამისა, ეს იყო შემაწუხებელი, მათ შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბევრი ონკოპაციენტისთვის. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან გამოსულიყო მედიკამენტების ღირებულება და ამ გზით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ვთქვათ ხმამაღლა: პრაქტიკულად არცერთი პაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ახლო მომავალში, რამდენიმე დღეში ეს გახდება ნორმატიული, ძალაში შესული აქტი. მანამდეც, ამ პერიოდშიც არცერთი პაციენტისთვის რეალური პრობლემა ეს არ იქნება. ვინმეს თუ მსგავს საკითხზე ექნება კითხვა, მზად ვართ სამინისტროში, რომ სრული მომსახურება და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ამ პროცესს“, – განაცხადა სარჯველაძემ.