ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარისამინისტრო„ჩემი მთავარი საზრუნავი არის პაციენტი და მისი ტკივილი. მინდა, ყველა პაციენტმა იცოდეს,...

„ჩემი მთავარი საზრუნავი არის პაციენტი და მისი ტკივილი. მინდა, ყველა პაციენტმა იცოდეს, ვმუშაობ, რათა არც ერთი მათგანის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა“-მიხეილ სარჯველაძე

„ჩემი მთავარი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ პაციენტი და მისი ტკივილი. ეს არის მთავარი რამ, რაზედაც იმუშავებს ჩვენი სამინისტრო. მინდა, ყველა პაციენტმა ძალიან კარგად იცოდეს, რომ ვმუშაობ, რათა არც ერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა მცირე განცხადება გავაკეთო, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ონკოპაციენტის და ზოგადად, ყველა პაციენტის შეხედულება, მდგომარეობა და აზრი. ჩემი მთავარი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ პაციენტი და მისი ტკივილი. ეს არის მთავარი რამ, რაზედაც იმუშავებს ჩვენი სამინისტრო და მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. ასევე, მინდა ყველამ კარგად იცოდეს და ვინც მე მიცნობს, ალბათ ყველამ ისედაც ძალიან კარგად იცის, რომ არც ერთ პაციენტთან კომუნიკაციის და მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არც ამიერიდან შემეშლება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით – არც მსოფლმხედველობით, არც ჩემი ქცევით ამის საპირისპიროს თქმის მიზეზი არასდროს არავისთვის მიმიცია. მინდა, ყველა პაციენტმა ძალიან კარგად იცოდეს, რომ ვმუშაობ, რათა არც ერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა. ეს სამინისტროს მოვალეობაა და ეს უნდა იცოდეს სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა, უკლებლივ ყველა კლინიკამ და ეს კარგად უნდა იცოდეს თითოეულმა პაციენტმა. ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ყველა თვითონ გადაწყვეტს, ვინ რა გზით რას მოითხოვს – ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი ან თუნდაც შესაფასებელი, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ პეტიციის ან გარკვეული აქციის ჩატარების საჭიროება ობიექტურად სამინისტროსა და პაციენტს შორის ურთიერთობაში არ იარსებებს.

რაც შეეხება იმ კონკრეტულ შეხვედრას, დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა იყო, რომელსაც ესწრებოდნენ პაციენტებიც და ასევე არაპაციენტებიც. თითოეული პაციენტის კონკრეტული სატკივარი, ზოგადი შეხედულება, ინდივიდუალურზეც და ზოგადზეც, მოსმენილი იყო. სამინისტრომ დაიწყო ინტენსიურად მუშაობა კონკრეტული საკითხების მოწესრიგებაზე. ამ საკითხების დიდი ნაწილი ამ დრომდეც მოწესრიგებულია და გაგრძელდება მუშაობა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „მთავარი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ამაში გადავიხადოთ სამართლიანი ტარიფები“ - ზურაბ აზარაშვილი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights