სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია.სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სქემებით მოცულია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, ქირურგიული მომსახურებები და სხვა;
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომია. ფინანსდება, როგორც ონკო-ქირურგია, ისე ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიები.
გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები დაფინანსდება 25 000-ლარიანი ლიმიტის გარეშე და პაციენტთათვის ხელმისაწვდომი იქნება მკურნალობის სრული კურსი;
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება, როგორც საქართველოში ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში. დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
საყოველთაოა ჯანდაცვის პროგრამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო, ახორციელებს ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის, იშვიათი დაავადებების,დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო არაერთ პროგრამას;
სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ამოქმედებულია ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურებების ახალი სანებართვო პირობები. გარდა ამისა, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რატომ არის საშიში ვირუსის ახალი შტამი? - მსოფ­ლი­ოს ათო­ბით ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ახა­ლი ტალ­ღა გავ­რცელ­და
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights