სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი"ჩემი ოცნება ახდა!" - გიორგი ფხაკაძე აფთიაქში შემთხვევით აღმოჩენილმა სიურპრიზმა აღაფრთოვანა

“ჩემი ოცნება ახდა!” – გიორგი ფხაკაძე აფთიაქში შემთხვევით აღმოჩენილმა სიურპრიზმა აღაფრთოვანა

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი,⁴ პროფესორი გიორგი ფხაკაძე facebook ლაივში ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ საუბრობს, რომელიც საქართველოში, საბურთალოზე ერთ-ერთ აფთიაქ “ფარმსახლში”, როგორც თავად აღნიშნა, შემთხვევით აღმოაჩინა. 

როგორც გაირკვა, პროფესორი ფხაკაძე აფთიაქში D ვიტამინის საყიდლად შევიდა და აღმოაჩინა, რომ ამ აფთიაქს აქვს რობოტული დანადგარი, რომელიც ფარმაცევტის მითითებით თავად არჩევს შესაბამის მედიკამენტს და ფარმაცევტს ადგილზე მისდის სპეციალური მოწყობილობით.

ფხაკაძემ გაიხსენა, რომ მსგავსი ინოვაციური დანადგარი დაახლოებით 2 წლის წინ საფრანგეთში ნახა და მისი ოცნება იყო, რომ ზუსტად ასეთი თანამედროვე ტექნოლოგია საქართველოშიც ენახა… ამიტომ საბურთალოზე აფთიაქში შემთხვევითმა აღმოჩენამ პროფესორი განაცვიფრა და მან ემოციები ვერ დაფარა…

როგორც facebook ლაივში აფთიაქის ფარმაცევტმა განმარტა, ინოვაციური დანადგარი ზოგავს ენერგიას და მაქსიმალური სიზუსტით მუშაობს.

ფხაკაძე აცხადებს, რომ სწორედ ეს არის თანამედროვე, ხარისხიანი ჯანდაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი და უნდა, რომ მსგავსი რობოტული დანადგარები საქართველოს ყველა აფთიაქში იხილოს.

ფხაკაძის აღფრთოვანება აფთიაქის დიზაინმაც გამოიწვია, რადგან ეკომეგობრულ ინტერიერში, აფთიაქის შუაგულში შენარჩუნებულია ცოცხალი ხე, რაც ეკოლოგიური თვალსაზირისით მნიშვნელოვანი განაცხადია.

როგორც ფარმაცევტმა ფხაკაძეს განუცხადა, ინოვაციური რობოტული დანადგარი აღნიშნულ აფთიაქს აქვს ვაკეშიც და რუსთავის ფილიალშიც.

დანადგარი უზრუნველყოფს მედიკამენტების იდენტიფიცირებას და თაროებზე დასახელების მიხედვით ზუსტ განლაგებასაც – მაქსიმალურად ზოგავს ადამიანური რესურსის ენერგიას და მაქსიმალურად ამცირებს შეცდომის რისკს. 

გიორგი ფხაკაძის ყურადღება აფთიაქში წარმოდგენილმა ფრანგული და სხვა ევროპული წარმოების პროდუქციამაც მიიპყრო. პროფესორის თქმით, ზუსტად ის პროდუქცია იხილა დახლებზე, რაც პარიზში, მის სახლთან მდებარე აფთიაქებშია წარმოდგენილი. “ეს არის ჩემი ოცნება –  საქართველოში ვიხილო თანამედროვე, მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და ჩემი ოცნება ახდა!” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე. 

საქართველო, თბილისი – 2024 წლის 6 აპრილი ✅️

საფრანგეთი, პარიზი – 2022 წლის 4 ნოემბერი ✅️

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ვის დაუპირისპირდა გიორგი ფხაკაძე - „არ არის რეკომენდებული, არ აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights