სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიისტორიაში პირველად, მეცნიერები პაციენტის სხეულში ფუნქციურ ღვიძლს ზრდიან

ისტორიაში პირველად, მეცნიერები პაციენტის სხეულში ფუნქციურ ღვიძლს ზრდიან

პიტსბურგში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტს უნიკალური მეთოდით მკურნალობს. ისტორიაში პირველად, მეცნიერები პაციენტის სხეულში ფუნქციურ ღვიძლს ზრდიან.

პროცედურის წარმატებით დასრულდების შემთხვევაში, ეს ახალი თერაპია იქნება მათთვის, ვისაც ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება და დონორს თვეების განმავლობაში ელოდება.

LyGenesis ამჟამად ტესტირებას მხოლოდ ერთ ადამიანზე ატარებს. პაციენტს ღვიძლის ბოლო სტადიის დაავადება (ESLD) აქვს.

Nature-ის ცნობით, ექსპერიმენტული პროცედურა ჰიუსტონში 25 მარტს ჩატარდა. მოხსენების თანახმად, პაციენტი თავს უკეთ გრძნობს და მისი გამოჯანმრთელება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ლიმფურ კვანძში ახალი ღვიძლის მსგავსი ორგანოს ფორმირებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. ინდივიდი იმუნოსუპრესიულ პრეპარატებზე დარჩება, რაც დონორის უჯრედების მიღებას შეუწყობს ხელს. ექიმები პაციენტის მდგომარეობას ყურადღებით დააკვირდებიან.

პროცედურის ფარგლებში დონორის უჯრედები პაციენტის ლიმფურ კვანძებში შეიყვანეს. შემდგომში ეს უჯრედები მრავლდება და ახალ ღვიძლად ყალიბდება.

“ისტორიაში პირველად, ლიმფური კვანძები როგორც ცოცხალი ბიორეაქტორები ისე გამოვიყენეთ. შედეგად ახალი ორგანოს რეგენერირება ხდება”, — თქვა დოქტორმა მაიკლ ჰაფორდმა, LyGenesis-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

“მინიატიურული ღვიძლის” ზრდის პროცედურა
ეს პროცედურა ღვიძლის ჯანსაღ უჯრედებს იყენებს. ეს უჯრედი (ჰეპატოციტები) ღვიძლის მასის დაახლოებით 80%-ია და ასრულებს სხვადასხვა უჯრედულ ფუნქციას, მათ შორის მეტაბოლურს.

პროცედურის ფარგლებში მეცნიერებმა უჯრედები პაციენტის მუცლის ზედა ლიმფურ კვანძებში მოათავსეს. საუბარია ლობიოს ფორმის პატარა სტრუქტურებზე, რომელიც იმუნური სისტემის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.

გარდა მუცლისა, ლიმფური კვანძები ასევე გვხვდება კისერსა და გულმკერდში. შესაბამისად, მკვლევრებმა პაციენტის ლიმფურ კვანძში უჯერდები კისრის კათეტერის გამოყენებით შეიყვანეს.

“ასეთ შემთხვევაში ლიმფური კვანძი მოქმედებს როგორც in vivo ბიორეაქტორი, რომელიც ჰეპატოციტებს ფუნქციური ექტოპიური ქსოვილის გამომუშავებაში ეხმარება”, — აღნიშნულია კვლევაში.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს უჯრედები რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა გამრავლდეს. შედეგად ღვიძლის უკმარისობის მქონე ადამიანში ლიმფური კვანძები როგორც მეორე ღვიძლის მსგავსი ორგანო ისე იფუნქციონირებს.

ეს ყველაფერი ორგანოების დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად ხდება, რომელიც სულ უფრო სერიოზული პრობლემაა.

ყოველწლიურად, მხოლოდ აშშ-ში ათასზე მეტი ადამიანი ღვიძლის გადანერგვის მოლოდინისას კვდება. გარდა ამისა, ბევრი პაციენტი ტრანსპლანტაციასაც არ ექვემდებარება. ეს იმიტომ, რომ ისინი მსგავსი პროცედურებისთვის ზედმეტად დასუსტებულები არიან და მას უბრალოდ ვერ უძლებენ.

LyGenesis-ს სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა უნდა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights