სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაცია"MMT ჰოსპიტალი, გურამ ქარაზანაშვილის ხელმძღვანელობით, აკრედიტაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდა" -გიორგი ფხაკაძე

“MMT ჰოსპიტალი, გურამ ქარაზანაშვილის ხელმძღვანელობით, აკრედიტაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდა” -გიორგი ფხაკაძე

2024 წლის 1-ელ აპრილს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა “MMT ჰოსპიტალის” -ის წარმომადგენლობასთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, “MMT ჰოსპიტალის” ხელმძღვანელი, უროლოგი, პროფესორი, საქართველოში ქირურგიის თანამედროვე ტექნოლოგიის დამფუძნებელი, გურამ ქარაზანაშვილი და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოში “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე. 

“MMT ჰოსპიტალი, გურამ ქარაზანაშვილის ხელმძღვანელობით, აკრედიტაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდა” -გიორგი ფხაკაძე | sheniekimi.ge | შენი ექიმი

ნაყოფიერი შეხვედრის შესახებ “შენი პულსი” გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:

“ჩვენ – “აკრედიტაცია კანადა” და “MMT ჰოსპიტალი” რამდენიმე თვეა, ვთანამშრომლობთ აკრედიტაციის პროცესის გაუმჯობესებისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თანამშრომლობა “MMT ჰოსპიტალთან”, რომელიც არის მოწინავე თავის დარგში საქართველოში და არა მარტო საქართველოში.

პრაქტიკულად, ეს არის ერთადერთი საავადმყოფო, რომელმაც შემოიტანა ტექნოლოგიური სიახლეები ჩვენს რეგიონში. ქირურგიაში ახალი მიდგომები სწორედ ამ კლინიკაშია დანერგილი. ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია იმისა, რომ კლინიკები, სადაც “აკრედიტაცია კანადა” მუშაობს, არის ყველაზე მოწინავე თავის დარგში.

ისინი ყოველთვის ცდილობენ სერვისის გაუმჯობესებას და რაც მთავარია, არიან პაციენტზე ორიენტირებული. მარტო იმიტომ კი არა, რომ ისინი ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდოლოგიებით მუშაობენ და აუმჯობესებენ კლინიკურ მაჩვენებლებს, პაციენტებს უფრო კარგი შედეგი აქვთ ოპერაციის შემდეგ, არამედ უფრო ნაკლები ზიანის მომტანი ოპერაციები ტარდება…

 მიხარია, რომ “MMT ჰოსპიტალში ” დანერგილია ყველაზე მოწინავე და პაციენტზე გათვლილი ტექნოლოგიები.
ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული აკრედიტაციის პროცესის გაუმჯობესებაში. ამ კლინიკაში ჩვენ ვატარებთ ყოველკვირეულ შეხვედრებს და რეგულარულ ტრენინგებს. აქ ჩამოდიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც კლინიკას უტარებენ ტრენინგებს და “ქოუჩინგს”. ჩვენ გვიხარია, რომ არა მარტო ხელმძღვანელი, არამედ თანამშრომლებიც არიან ამ პროცესში ჩართული და უკვე ვამჩნევთ წინსვლას.
იმედი გვაქვს, რომ აკრედიტაციის დროს “MMT ჰოსპიტალი” იქნება რეგიონში პირველი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ქირურგიაში უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.”

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველოს ისტორიაში პირველად კლინიკებში „პაციენტთა საბჭოები“ იქმნება - ფუნქცია, სარგებელი, მსოფლიო გამოცდილება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights