ატიპიური პნევმონია

0
531
xr:d:DAGCAK4jeKw:57,j:4943125024730919465,t:24041013

ატიპიური პნევმონია  – დაავადების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ფილტვების ინფექციურ-ანთებით პროცესს, რაც გამოწვეულია ატიპიური გამაღიზიანებლებით – ქლამიდიებით, მიკოპლაზმებით, ლეგიონელებით, ვირუსებით.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ყელის ტკივლი და სიმშრალე;
·         შეტევისმაგვარი ხველა – მშრალი ან ნახველით;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა;
·         თავის ტკივილი;
·         საერთო სისუსტე;
·         სახსრებში ტეხვა;
·         მუცლის ტკივილი;
·         ტანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი;
·         ცხვირიდან სისხლდენა;
·         გულის ტკივილი;
·         თვალების ჩაწითლება და ცრემლდენა;
·         გლანდებისა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი პულმონოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         გულმკერდის რენტგენს;
·         ნახველის ანალიზს;
·         პჯრ-რეაქციას;
·         სეროლოგიურ გამოკვლევას;
·         ცხვირხახის გამონადენის დათესვას.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბიოტიკებს;
·         ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         ამოსახველებელ პრეპარატებს;
·         სიცხის დამწევ პრეპარატებს;
·         ბრონქოლიტურ პრეპარატებს;
·         სადეზინტოკსიკაციო საშუალებებს;
·         ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.

საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         პლევრიტი;
·         ფილტვის შეშუპება;
·         ფილტვის აბსცესი;
·         სუნთქვის უკმარისობა;
·         ინფექციურ-ტოქსიკური შოკი;
·         ანემია;
·         მიოკარდიტი;
·         მენინგიტი.
შესაძლებელია ლეტალური შედეგი.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         დაავადების პიკის დროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავის შეკავება;
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადი ნითბის გამოყენება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თავის ტვინის დაავადებები და ფსიქიკური დარღვევები - თავის ტვინის დაავადებები შეიძლება სერიოზულ გავლენას ახდენდეს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ