წითურა

0
452

წითურა – მწვავე ვირუსულ-ინფექციური დაავადება. ხშირად გვხვდება 3-7 წლის ასაკის ბავშვებში. დიდებში იშვიათია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ბავშვობაში არ იყო ჩატარებული ვაქცინაცია. დაავადების ბუმი შემოდგომა-ზამთრის პერიოდშია.
 
მიზეზები
დაავადება ჩნდება ადამიანის ორგანიზმში ვირუსის მოხვედრით, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. იშვიათ შემთხვევებში ვირუსი გადადის ფეხმძიმე დედიდან ნაყოფზე.
 
სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
·         სურდო;
·         სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
·         თავის ძლიერი ტკივილი;
·         ტემპერატურის აწევა 40 გრადუსამდე;
·         კისრის ლიმფური კვანძების ანთება.
2 დღის შემდეგ სხეულზე ჩნდება მოწითალო ფერის გამონაყარი.
ზოგჯერ გამონაყარი არ ფიქსირდება და დაავადება ერევათ გაციებაში, ზოგჯერ კი გამონაყარი ისეთი ძლიერია, რომ ერევათ წითელაში.
 
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის ექიმი-პედიატრი ატარებს:
·         ცხვირის ლორწოვანის დათესვას;
·         სისხლის საერთო ანალიზს.
 
მკურალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         სიცხის დამწევ პრეპარატებს;
·         სედატიურ პრეპარატებს;
·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.
ავადმყოფის ოთახი რეგულარულად უნდა განიავდეს და დაცული უნდა იყოს სისუფთავე.
თანდაყოლილი წითურას მკურნალობის მეთოდები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
 
დიეტა
მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ:
·         სითხის ჭარბი მიღება (დღეში 3 ლიტრამდე);
·         ვიტამინებით მდიდარი რძე-მცენარეული საკვები.
 
საშიშროება
რიგ შემთხვევებში წითურა იწვევს ისეთ გართულებებს როგორიცაა:
·         ანგინა;
·         ოტიტი;
·         პნევმონია;
·         ენცეფალიტი;
·         ართრიტი;
·         ტრომბოციტოპენური პურპურა.
 
ფეხმძიმობის დროს წითურამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაავადება შემდეგი ფორმებით:
·         თანდაყოლილი წითურა;
·         თანდაყოლილი გულის მანკი;
·         სისხლის დაავადებები;
·         მხედველობისა და სმენის ორგანოების დაავადება;
·         შინაგანი ორგანოების დაავადება (სიყვითლე);
·         თავის ტვინის დეფექტი (ტვინის მცირე ზომა, გონებრივი სისუსტე).
დიდია მუცლის მოშლის და შემდგომი უნაყოფობის ალბათობა.
 
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         10 წლამდე ბავშვები;
·         ზრდასრულები, ვისაც ბავშვობაში არ გადაუტანია დაავადება;
·         დამცავი ანტისხეულების დაბალი დონის მქონე ადამიანები;
·         სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები;
·         ბაღებისა და სკოლების თანამშრომლები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ვაქცინაციის ჩატარება 1, 6 და 12 წლის ასაკში.
ფეხმძიმე ქალებმა დამატებით უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია წითურას საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფლუროზი  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის ემალის დაზიანება, რაც გამოწვეულია ორგანიზმში მუდმივი ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ფტორის ჭარბი რაოდენობით მოხვედრის შედეგად

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ