აპრაქსია – ხასიათდება მიზანმიმართული მოძრაობის შესრულების შესძლებლობის დაკარგვით

0
677
#image_title

აპრაქსია  – დაავადება, რომელიც ხასიათდება მიზანმიმართული მოძრაობის შესრულების შესძლებლობის დაკარგვით.

გამოყოფენ აპრაქსიის შემდეგ სახეობებს:
·                     კინეტიკური აპრაქსია – გარკვეული პოზების მიღების შეუძლებლობა (თითები, მტევნები, ტუჩები, ენა);
·                     შეძენილი აპრაქსია – ხშირია ბიჭებში;
·                     კონსტრუქციული აპრაქსია – გამოიხატება ნაწილებისგან ერთი მთლიანის აწყობით (სიტყვები, ფრაზები);
·                     ვერბალური აპრაქსია – მეტყველების დარღვევა;
·                     მოტორული აპრაქსია – მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა ცალკეული კიდურებით ან მთელი სხეულით.

მიზეზები
დაავადება წარმოიქმნება თავის ტვინის გარკვეული ნაწილების დაზიანებით (სიმსივნე, ტრამვები, ინსულტი, ინფექციური დაავადებების გართულება). აპრაქსია ვითარდება დეგენერაციული პროცესების შედეგად, რომლებიც ლოკალიზებულია თხემის ნაწილში, სადაც ინახება ცხოვრების მანძილზე გათავისებული მოქმედების ყველა პროგრამა. ასევე დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ტვინის კორძიანი სხეულის, შუბლის და ტვინის პრემოტორული ქერქის დაზიანებამ.

აპრაქსიის სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
·                     სახის მიმიკის ფლობის დაკარგვა;
·                     მარტივი ფიგურების ხატვის შეუძლებლობა;
·                     ინსტრუმენტების არჩევისა და გამოყენების პრობლემა;
·                     კომპლექსურად კოორდინირებული მოძრაობების შესრულების შეუძლებლობა (მაგალითად თასმების შეკვრა);
·                     ხელებით ან თითებით ზუსტი მოძრაობების გაკეთების შეუძლებლობა;
·                     ჩაცმის შეუძლებლობა;
·                     უწონასწორო სიარული;
·                     მოხრილობა;
·                     დაბრკოლებაზე გადაბიჯების შეუძლებლობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ნერვოლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·                     ნევროლოგიურ გამოკვლევას;
·                     თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·                     თავის ტივინის კომოპიუტერული ტომოგრაფიას;
·                     ზურგის ტვინის პუნქციას.

აპრაქსიის მკურნალობა
აპრაქსიის მკურნალობის კონკრეტული მეთოდი არ არსებობს. სიმპტომების შესამსუბუქებლად ტარდება:
·                     შრომითი თერაპია;
·                     ფიზიოთერაპია;
·                     კოგნიტური თერაპია;
·                     ლოგოპედთან მკურნალობა.
გარკვეული დადებითი შედეგი შეინიშნება ინსულტის შემდეგ მკურნალობისას.

საშიშროება
დაავადებამ შესაძლოა მიგვიყვანოს ცხოვრების დონის გაუარესებასა და ყოველდღიური საქმეების სხვისი დახმარების გრეშე შესრულების შეუძლებლობამდე.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·                     მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·                     მამრობითი სქესის წარმომადგენლები;
·                     60 წელს გადაცილებული ადამიანები;
·                     სისხლის მაღალი წნევის მქონე ადამიანები;
·                     ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი;
·                     ადამიანები, რომლებსაც ანამნეზში გულსისხლძარღვთა დაავადებები აქვთ.

  ჰიპოგონადიზმი - აღინიშნება სასქესო ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობა და ორგანიზმში ჰორმონების სინთეზის დარღვევა

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·                     იქონიოთ აქტიური ცხვორების სტილი;
·                     დაიცვათ რაციონალური კვება;
·                     მოერიდოთ თავის ტრამვებს;
·                     ჩაიტაროთ ექიმ-კარდიოლოგთან პროფილაქტიკური კვლევები.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ