კისტოზური ჩიყვი – დაავადება, რომელიც ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის არაერთგვაროვანი გადიდებით. წარმოადგენს კვანძოვანი ჩიყვის საწყის სტადიას.
მიზეზები
კისტოზური ჩიყვის გამომწვევი მიზეზებია:
· კვანძოვანი წარმონაქმნების გადაგვარება;
· მიკროსისხლჩაქცევები;
· ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულების ჰიპერპლაზია, დისტროფია;
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ორგანიზმში იოდის უკმარისობა;
· შინაგანი ორგანოების დაავადებები.
კისტოზური ჩიყვი ჩნდება ასევე ფარისებრი ჯირკვლის ასაკობრივი ცვლილებების შედეგად.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ფარისებრი ჯირკვლის თვალისათვის შესამჩნევი უთანასწორო ზრდა;
· ხუთვა;
· ლიმფური კვანძების ანთება;
· ყელის ტკივილი;
· ყელში შებოჭილობის შეგრძნება;
· ყელისა და კისრის ტკივილი;
· სუნთქვის და ყლაპვის პრობლემები;
· ხმის ჩახლეჩვა;
· ინტოქსიკაცია;
· მაღალი არტერიული წნევა;
· ჭარბი ოფლიანობა;
· სწრაფი დაღლა.
თუ ფარისებრი ჯირკვალი არ გადიდდა ზომაში, დაავადება შეიძლება დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი და ნიშნავს:
· სისხლის, შარდის საერთო ანალიზს;
· იმუნოგრამას;
· ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილების ბიოპსიას;
· ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიას;
· საყლაპავის და კულმკერდის რენტგენოგრაფიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· კისტოზური წარმონაქმნების პუნქციურ დაზიანებას;
· გაწმენდილ ნაწილში სკლეროზანტების შეყვანას;
· ანტიბიოტიკებს;
· რადიოაქტიური იოდის შემცველ პრეპარატებს;
· ტირეოიდული ჰორმონების შემცველ პრეპარატებს;
· ჩიყვის საწინააღმდეგო პრეპარატებს.
ქირურგიული ჩარევა ხდება კისტების დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში.
საშიშროება
უყურადღებოდ დატოვებულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
· სისხლის მიმოქცევის გართულება;
· ტრაქეის, საყლაპავის შევიწროვება;
· ფარისებრი ჯირკვლის ჩირქოვანი ანთება;
· კისტის ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნა.
რისკის ჯგუფი
რისკი ჯგუფში შედიან:
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· ფარისებრ ჯირკვალში კვანძოვანი წარმონაქმნების მქონე ადამიანები;
· თავისა და ყელის არეში დასხვიების გადამტანი პირები;
· ფარისებრი ჯირკვლის ადენომას ან კიბოს მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· საკვებში საკმარისი რაოდენობის იოდისა და ვიტამინების გამოყენება;
· მზის ქვეშ ნაკლებად ყოფნა და დასხივებისგან თავის დაცვა;
· ფარისებრი ჯირკვლის ადგილას ფიზიოპროცედურების ჩატარება (მაგნიტოლაზეროთერაპია).