ლეიკემია – სისხლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის მატარებელ სისტემაში ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენა

0
890
#image_title

ლეიკემია (ლეიკოზი, სისხლის კიბო) – სისხლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის მატარებელ სისტემაში ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენა. ლეიკემიას შეიძლება ჰქონდეს მწვავე და ქრონიკული ხასიათი.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         კონცეროგენებით ხანგრძლივი დროის მანძილზე მოწამვლა;
·         იონიზირებული დასხივების ზემოქმედება ორგანიზმზე;
·         არასწორი კვება;
·         ვირუსების ზემოქმედება.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         სისუსტე, სწრაფი დაღლა;
·         მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება;
·         ძილის დარღვევა;
·         კანის საფარის გაუფერულება;
·         თვალების ქვეშ დიდი მუქი წრეების გაჩენა;
·         კანის ტრავმების რთულად შეხორცება;
·         ცხვირიდან სისხლდენა;
·         კანზე ჰემატომების გაჩენა;
·         ვირუსული დაავადებების მიმართ მიდრეკილება;
·         მუდმივად მაღალი სხეულის ტემპერატურა;
·         ლიმფური კვანძების გადიდება.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი, პაციენტს უტარდება:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
·         ძვლის ტვინის პუნქცია;
·         ძვლის ტვინის ტრეპანობიოპსია;
·         ძვლის ტვინის ქსოვილების იმუნოფენოტიპირება.
პარალელურად პაციენტს აკვირდება ექიმი-ონკოლოგი.

მკურნალობა
დაავადების აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ქიმიოთერაპიას;
·         სისხლძარღვების ტრანსპლანტაციას;
·         დონორული ლიმფოციტების ტრანსფუზიას;
·         ჰორმონალურ პრეპარატებს.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობისას შესაძლოა:
·         რთული ინფექციების გაჩენა ტრავმების ხანგრძლივი და რთული შეხორცების გამო;
·         ორგანოების და ქსოვილების შეშუპება.
დაავადების გვიანდელ სტადიაზე დგება ლეტალური შედეგი. ბავშვებში საშიშროება უფრო დიდია, რადგან ლეიკემიისას განვითარებულმა ნებისმიერმა გვერდითმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
ჯგუფში შედიან:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         ძლიერი რადიოაქტიური დასხივების გადამტანი ადამიანები;
·         ქიმიური ნივთიერებებით მოწამლული ადამიაენბი;
·         გენეტიკური აშლილობის მქონე ადამიანები;
·         მწეველები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ტოქსიკურ ნივთიერებებთან სიფრთხილის გამოჩენა;
·         რადიაციულ ზონაში მოხვედრისას უსაფრთხოების წესების დაცვა;
·         იმუნიტეტის გაძლიერება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ლისტერიოზი - ახასიათებს ლიფომიდური და ნერვული ქსოვილების დაზიანება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ