ჰონორეა (ტრიპერი) – წარმოადგენს ბაქტერიალურ, ვენერიულ დაავადებას, რომლის წყაროს წარმოადგენს ჰონოკოკი. ეს ბაქტერია საკმაოდ ძლიერია მედიკამენტების მიმართ, რაც ხშირ სემთხვევებში იწვევს დაავადების ქრონიკულ მიმდინარეობას და თვითმკურნალობას საკმაოდ საშიშს ხდის. დაავადება აზიანებს უროგენიტალურ ნაწილს, შემდეგ სწორ ნაწლავს, პირის ღრუს, თვალებს.
მამაკაცებში ჰონორეა მიმდინარეობს უფრო მწვავედ და ვლინდება ადრეულ სტადიაზე.
ჰონორეა ქალებში ხშირად მიმდინარეობს ფარული ფორმით, ამიტომ დაავადების აღმოჩენა ხდება უკვე ქრონიკული ფორმის დროს.
მიზეზები
წყარო – მიკროორგანიზმი ჰონოკოკი, რომლის არსებობისთვის იდეალური პირობები არის ადამიანის ორგანიზმში.
სიმპტომები
ქალებსა და კაცებში დაავადების სიმპტომები ვლინდება სხვადასხვანაირად:
· მამაკაცებში: სასქესო ორგანოების შეშუპება და გამონადენი, დეფეკაციისას და შარდვისას ტკივილი;
· ქალებში: გენიტალურ ადგილას ქავილი, ჩირქოვანი გამონადენი საშოდან.
საერთო სიმპტომებია: ტკივილი ყელის არეში, ჩირქოვანი გამონადენი თვალებიდან.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას აკეთებენ ვიზუალური დათვალიერებით, ასევე ლაბორატორიული გამოკვლევებით. აუცილებლად კეთდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სინჯების ანალიზი, რადგან უმეტეს შემთხვევაში დაავადება კომპლექსურია და პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს ერთდროულად რამოდენიმე ვენერიული დაავადება.
მკურნალობა
მამაკაცებში მკურნალობის პროცესი მოიცავს:
· ანტიბიოტიკის შერჩევა, რომლის მიმართ ორგანიზმს მდგრადობა ჯერ არ აქვს გამომუშავებული;
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· ბიოგენური სტიმულატორები;
· ადგილობრივი მკურნალობა;
· ფიზიოპროცედურები.
მკურნალობა ქალებში:
· თუ ქალი არ არის ორსულად მას მკურნალობენ ანტიბიოტიკების კომპლექსური შერჩევით და დაავადების კერის ვაქცინაციით სტაციონარის პირობებში.
· ფეხმძიმე ქალებს მკურნალობენ მხოლოდ სტაციონარში, ვაქცინების სპეციალური და მცირე დოზებით, უტარებენ თერაპიას მუცლის მოშლის გამოსარიცხად.
მკურნალობის პერიოდში გამორიცხულია ალკოჰოლის მიღება და სქესობრივი კონტაქტი. საჭიროა მკაცრი პირადი ჰიგიენის დაცვა.
საშიშროება
დაავადების დაგვიანებით ან საერთოდ მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში ზოგჯერ დგება ფატალური შედეგი. ასევე შეიძლება უნაყოფობის საშიშროების წარმოშობა როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, მუცლის მოშლა ან ნაყოფის დაინფიცირება, ზრდასრული ადამიანის ან ჩვილის დაბრმავება, სასქესო ორგანოს ნეკროზი, სეფსისი.
პროფილაქტიკა
· მონოგამიური სქესობრივი კონტაქტი;
· პირადი ჰიგიენა, სხვისი პირადი ნივთების გამოყენებაზე უარის თქმა (შესაძლოა დაავადება გადავიდეს საყოფაცხოვრებო ნივთების გმოყენებისას).
რისკის ჯგუფი
· ადამიანები, ვისაც მოუწესრიგებელი სქესობრივი კონტაქტები აქვთ.