მენსტრუაციის შეფერხება ეს არის ციკლის დარღვევა

0
265
#image_title

მენსტრუაციის შეფერხება – ეს არის ციკლის დარღვევა, რომელიც ნორმის მიხედვით შეადგენს 21-35 დღეს. დროის ამ შუალედის გაზრდა საგანგაშოა. ასეთი ცვლილებების პროვოცირება შეუძლიათ სხვადასხვა პრობლემებს, რომლებსაც წარმოქმნიან ნერვული და ენდოკრინული სისტემები. ასევე ეს პრობლემა შეიძლება წარმოქმნილი იყოს ფეხმძიმობის გამო.

მიზეზები
აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზებია:
·         სტრესული სიტუაციები;
·         ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა;
·         კლიმატის ცვლილება;
·         საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
·         მკაცრი დიეტები, რომლებიც იწვევს სხეულის კრიტიკულ მასას;
·         საშვილოსნოს ანთება;
·         შეშუპებები;
·         ქირურგიული ჩარევა;
·         მენოპაუზის მოახლოება;
·         ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღება;
·         პოლიკისტოზი;
·         ენდოკრინული და ნერვული სისტემების მუშაობის პრობლემები;
·         ფეხმძიმობა;
·         ძუძუთი კვება.

სიმპტომები
დაავდების დამახასიათებელი სიმპტომებია:
·         სისუსტე;
·         მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი ტკივილი;
·         თავის ტკივილი;
·         იმუნიტეტის დაქვეითება;
·         ტემპერატურის აწევა;
·         გულყრა;
·         მადის დაკარგვა.
აღნიშნული სიმპტომების აღმოჩენისთანავე საჭიროა მიმართოთ ექიმს.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         პროფესიონალი გინეკოლოგის კონსულტაცია;
·         ფეხმძიმობის ტესტის ჩატარება;
·         მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         ჰორმონებზე ანალიზების ჩაბარება;
·         ბაზური ტემპერატურით ოვულაციის დადგენა;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         ფსიქოთერაპევტისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობისთვის საჭიროა:
·         მენსტრუაციის შემაფერხებელი ძირითადი მიზეზების დადგენა და მკურნალობა;
·         გინეკოლოგის, ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის, ნევროპათოლოგის კონსულტაცია;
·         მენსტრუაციის გამომწვევი წამლების მიღება (მიფეპრისტონი, დინოპროსტი და სხვა), ასეთი წამლების მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ;
·         სინთეტიკური ჰორმონების მიღება;
·         სასქესო და ენდოკრინული დაავადებების მკურნალობა, რომელბიც იწვევენ მენსტრუაციის შეფერხებას.

საშიშროება
მენსტრუაციის შეფერხების მთავარი საშიშროება არის იმ დაავადების განვითარება, რომელმაც გამოიწვია ეს პრობლემა. მენსტრუაციის შეფერხება წარმოადგენს ორგანიზმში ცვლილების შედეგს. სწორედ ამიტომ, საჭიროა ექიმთან სასწრაფოდ მისვლა.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ჯანსაღი ცხოვრების წესი;
·         სწორი კვება;
·         ჯანსაღი ძილი;
·         გინეკოლოგთან დროულად მისვლა.
თუ მენსტრუაციის შეფერხების მიზეზი ფეხმძიმობაა, ასეთ დროს საჭიროა გინეკოლოგთან ვიზიტი აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ