ჰემიანოპსია

0
592
ჰემიანოპსია წარმოადგენს მხედველობის დეფექტს
#post_seo_title

ჰემიანოპსია – წარმოადგენს მხედველობის დეფექტს, რაც ყველა ადამიანს აქვს მხედველობის არის გარკვეულ ნაწილში. დაავადება როგორც წესი არსებობს ნაწილობრივი, სრული ან კვადრატული. ორმხრივი ჰემიანოპსია იყოფა ზედა და ქვედა ტიპებად.

მიზეზები
დაავადების მიზეზებია:
·         თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         ქალასშიდა სიმსივნეები;
·         აბსცესები;
·         თავის ქალის ტრავმები;
·         მენინგოენცეფალიტი;
·         ბაზალური მენინგიტი;
·         ტვინის ფუძის არტერიის ანევრიზმები.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, შემთხვევების უმეტესობაში, დაავადება სწრაფად ვითარდება მხედველობითი გზების დაზიანებისას. 

სიმპტომები
დაავადების მახასიათებელი ძირითადი სიმპტომებია:
·         მარჯვენა ან მარცხენა მხედველობის ნაწილის დაზიანება;
·         მხედველობითი ნერვების ატროფია;
·         მხედველობის ზედა და ქვედა ნაწილის დაზიანება;
·         ქალასშიდა წნევის აწევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა ხდება პაციენტის მხედველობის არის გამოკვლევის შედეგად, რასაც ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი. ჰემიანოპსიის ტიპი საშაულებას იძლევა დადგინდეს მხედველობითი გზის დაზიანებული ნაწილის მდებარეობა.
სპეციალისტმა ასევე უნდა განსაზღვროს თვალის ჰემიანოპსიური რეაქცია, რომელიც გვხვდება ქიაზმის დაზიანებისას, რაც გამოწვეულია მხედველობის გზების ცენტრალური ნეირონის პრობლემებით.
დარღვევის ხასიათის დასადგენად გამოიყენება პერიმეტრი. მოწმდება ჰემიანოპსიური რეაქცია სინათლეზე, ასევე სხვა მხედველობითი ფუნქციები. აღნიშნული დაავადების ზუსტი მიზეზების დასადგენად ასევე აუცილებელია ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და თავის ტვინის რენტგენი.

მკურნალობა
მკურნალობა გულისხმობს აღნიშნული დაავადების წარმოშობის მიზეზების სრულად აღმოფხვრას. მიღებული შედეგების საფუძველზე სპეციალისტი იღებს გადაწყვეტილებას შესიების მოსაცილებლად, ან ნიშნავს ქიმიოთერაპიას.

საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული დაავადების დროული და სწორი მკურნალობა, შესაძლებელია მხედველობის სრულად დაკარგვა.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭიროა ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი და ტრავმებისგან თავის დაცვა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჰემოქრომატოზი არის გენეტიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება რკინის გადაჭარბებით ორგანიზმში
წინა სტატიაშიჰემატომა
შემდეგი სტატიაჰემობლასტოზი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ