ჭიები (ჰელმინთოზი)

0
632

ჭიები (ჰელმინთოზი) – დაავადების ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს ჭიების გაჩენა, რომელბიც პარაზიტობენ ადამიანის ორგანიზმში. დღეისათვის ცნობილია ასეთი ჭიების დაახლოებით 400-მდე სახეობა.
 
ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით გამოიყოფა:
·         გამჭვირვალე ჰელმინტოზები – ჭიები განლგებულნი არიან ნაწლავის სანათურში (ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ტრიქოცეფალეზი);
·         ჰეპათობილიარული სისტემის ჰელმინტოზი – ჭიები აზიანებენ შარდის ბუშტს და ღვიძლს;
·         ფილტვების ჰელმინტოზი – ჭიები ბუდობენ ფილტვებში (პარაჰონიმოზები, ტომინკსოზები);
·         ქსოვილის ჰელმინტოზი – ჭიები აზიანებენ კუნთებს, თავის ტვინს (ტრიქინეპლეზი, შისტოსომოზი);
·         ოფთალმოჰელმინტოზი – ჭიები ბუდობენ თვალებში (ფილიარიოზი).
დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმებია ენტერობიოზი, ტრიქოცეფალეზი, ასკარიდოზი.
 
მიზეზები
დაავადება ჩნდება ჰელმინტების კვერცხების გადაყლაპვისას, რომლებიც ორგანიზმში ხვდება ცუდად გარეცხილი ბოსნეულის, ხილის, ხორცის, თევზის მიღებისას, რომლებმაც არ გაიარეს საჭირო თერმული დამუშავება.
 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათბელია შემდეგი სიმპტომები:
·         საერთო დაუძლურება;
·         სისუსტე;
·         ალერგიული რეაქციების გაჩენა (ჭიჭნჭრის ციება);
·         სწრაფი მოთენთვა;
·         მადის დაქვეითება ან მომატება;
·         გულის რევა;
·         ღებინება;
·         მწვავე ტკივილი მუცლის არეში;
·         ძილში კბილების ჭრაჭუნი;
·         კუჭის მოქმედების მოშლა (ფაღარათი, შეკრულობა);
·         წონის სწრაფი დაკლება;
·         კალასთან ერთად ჭიების ან მათი ფრაგმენტების გამოყოფა;
·         ანალური ხვრელის არეში ქავილი;
·         ძილის დარღვევა.
ზოგიერთი ჭია აზიანებს არა კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არამედ სხვა ორგანოებს, მაგალითად ღვიძლს. ასეთ დროს პაციენტს აღენიშნება ტკივილი მარჯვენა ნეკნების ქვეშ, კანის სიყვითლე, გულის რევა.
 
დიაგნოსტიკა
მკურნალობის დასადგენად ექიმი-პედიატრი ატარებს შემდეგ პროცედურებს:
·         კალას საერთო ანალიზი;
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         ნაწლავის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა;
·         პერიანალური არედან კანის სინჯის აღება.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიპარაზიტულ პრეპარატებს;
·         სორბენტებს;
·         ფერმენტებს;
·         იმუნომოდულატორებს;
·         ჰეპატოპროტექტორებს.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება ჭიების დროული მოცილება, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         სიყვითლე;
·         გაუვალობა;
·         პანკრეატიტი;
·         კანის ჩირქოვანი დაავადება;
·         ანემია.
 
პროფიალქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         გამოყენებამდე პროდუქტების საგულდაგულოდ გარეცხვა;
·         საკვებად გამოყენებამდე ხორცის, თევზის, ზღვის პროდუქტების სათანადოდ, თერმულად დამუშავება;
·         თამაშის დროს ბავშვების გაკონტროლება (პირში რომ არ ჩაიდონ ჭუჭყიანი საგნები, საკვები ან ხელები).

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ნაწლავების გადახლართვა
წინა სტატიაშიჰეილიტი
შემდეგი სტატიაჰემანგიომა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ