ნეიროდერმიტი: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა – რა არის ნეიროდერმიტი?

0
324
ნეიროდერმიტი: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა - რა არის ნეიროდერმიტი?
#post_seo_title

ნეიროდერმიტი: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა – რა არის ნეიროდერმიტი?

რა არის ნეიროდერმიტი? –ნეიროდერმიტი (Neurodermatitis), ასევე ცნობილი როგორც ნერვული დერმატიტი, არის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს კანზე და უმეტესად გამოწვეულია სტრესით, მექანიკური გაღიზიანებით ან ალერგიული რეაქციებით. ის ხშირად აღინიშნება კანის სიშრალით, ქავილით და პილინგით, რამაც შეიძლება სერიოზული დისკომფორტი გამოიწვიოს.

ნეიროდერმიტი (ატოპიური დერმატოზი) – კანის ანთბითი დაავადება, რომელსაც აქვს ნერვულ-ალერგიული ხასიათი. ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ:
·         შეზღუდული;
·         დიფუზური;
·         ხაზოვანი;
·         ფოლიკულური;
·         ჰიპერტროფული;
·         ფსორიაზული.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
·         ხშირი სტრესი და დეპრესია;
·         ნერვული სისტემის მოშლა;
·         ორგანიზმისთვის მავნე პირობებში მუშაობა;
·         ორგანიზმში მიმდინარე ანთბითი პროცესები;

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს:
·         მკრთალი ვარდისფერი პაპულები;
·         ძლიერი ქავილი და კანის გაუხეშება;
·         კანის დანაპრალება;
·         პიგმენტაციის დარღვევა.

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დადგენისთვის საჭიროა:
·         ბიოქიმიური გამოკვლევის ჩატარება;
·         იმუნობიოლოგიური გამოკვლევა;
·         სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
·         სედატიურ მედიკამენტებს;
·         სპეციალიზირებულ საცხებს და მალამოებს;
·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.

დიეტა
დაავდების მკურნალობისას საჭიროა ნახშირწყლებისა და მარილების მიღების შეზღუდვა. ასევე რაციონიდან საჭიროა შებოლილი, ტკბილეული და მძიმე საკვების ამოღება.

საშიშროება
დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:
·         დაზიანებული კანის ნაწილიდან შესაძლებელია სისხლის მოწამვლა;
·         შეიძლება განვითარდეს ეკზემას ჰერპესული ფორმა;
·         შესაძლოა განვითარდეს ატოფიური კატარაქტა.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი ადამიანები;
·         ჩვილობის ასაკში დიათეზის პრობლემის მქონე ადამიანები;
·         ხშირი ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         რაციონალური დიეტის დაცვა;
·         ნეიროდერმიტის მაპროვოცირებელი დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ