მხარის პერიართროზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მხარის მიმდებარე ქსოვილების ანთებითი პროცესი.
მიზეზები
· მოტეხილობები;
· მხარზე ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა;
· შინაგანი ორგანოების დაავადებები;
· ქალებში სარძევე ჯირკვლის ოპერაციები;
· ხერხემლის კისრის ნაწილის დაავადებები;
· ნივთიერებათა ცვლის დამრღვევი დაავადებები;
· პერიფერიული სახსრების დაავადებები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· მხარის არეში ძლიერი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ღამით;
· ხელის გვერდით ან ზურგისკენ მოძრაობის დროს ტკივილი;
· ზურგის სახსრების მოძრაობის შეზღუდვა;
· მხარის შესიება;
· დაზიანებული ხელის დამოკლება;
· ტემპერატურის აწევა 37,5-მდე;
· ხელის თითებში გრძნობის დაკარგვა;
· თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი და ნიშნავს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· მხრის სახსრის რენტგენს;
· მხრის სახსრის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· მხრის სახსრის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
· მხრის სახსრის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· ართროგრამას.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ნოვოკაინის ბლოკადებს;
· ფიზიოთერაპევტუპ პროცედურებს;
· სამკურნალო ფიზკულტურას;
· მხრის გათბობას;
· ბალახეულის კომპრესებს.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობას თან სდევს შემდეგი სახის გართულებები:
· მხრის სახსრის კაფსულიტი;
· მხრის სახსრის გარშემო ქსოვილების კალციფიკაცია.
რისკის ჯგუფი
· 40 წელს ზემოთ მამაკაცები;
· სპორტსმენები;
· კისრის ოსტეოქონდროზით დაავადებულები;
· ქალები, ვისაც გადატანილი აქვთ სარძევე ჯირკვლის ოპერაცია.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კისრის ოსტეოქონდროზის დროული მკურნალობა;
· მხარზე დატვირთვის გაკონტროლება;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· მხრის კომპლექსის გასამაგრებელი ვარჯიშის შესრუელბა.
მხარის პერიართროზი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. მხარის პერიართროზი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
