პიგმენტური ლაქები – კანზე ძირითადად ჩნდება კანის დაბერებისას, როცა კანს აღარ შეუძლია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ აღდგენა.
მიზეზები
პიგმენტური ლაქების გაჩენის ძირითადი მიზეზებია:
· კანის დაბერება;
· ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;
· უხარისხო კოსმეტიკის გამოყენება;
· ფეხმძიმობა;
· მედიკამენტების მიღება;
· კონტრაცეპტივების მიღება;
· ორგამიზმის მიერ ტოქსინების გამოყოფის შესაძლებლობის დაკარგვა;
· გენეტიკური მიდრეკილება.
სიმპტომები
· კანზე ღია-ყავისფერი ლაქების გაჩენა;
· ლაქებს ოვალური ფორმა აქვთ;
· მზის ზემოქმედების ადგილებში ლაქების გაჩენა;
· ეპიდერმისის სიმშრალე;
· ღრმა ნაოჭები;
· კანის საფარის გაუხეშება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია:
· დერმატოლოგის მიერ პაციენტის დათვალიერება;
· იმ ორგანოების გამოკვლევა, რომელთა პრობლემებსაც შეეძლოთ კანის პიგმენტაციის ცვლილების გამოწვევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· კოსმეტიკურ მკურნალობას;
· მედიკამენტოზურ თერაპიას;
· ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას;
· პიგმენტური ლაქების ლაზერული მეთოდით მოცილებას.
საშიშროება
დროული და ოპტიმალური მკურნალობის შემთხვევაში პიგმენტური ლაქების მოცილება შესაძლებელია სრულად. რიგ შემთხვევებში ლაქები მკურნალობას არ საჭიროებენ და მათი დაფარვა ხდება კოსმეტიკის გამოყენებით.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კანზე პირდაპირი მზის სხივების მოხვედრისგან თავის დაცვა;
· დამცავი კოსმეტიკის გამოყენება;
· თანმდევი დაავადებების მკურნალობა;
· ცხოვრების ჯანსაღი წესი;
· სწორი კვება;
· კანის რეგულარული და სწორი მოვლა;
· სტრესისგან თავის დაცვა.
პიგმენტური ლაქები
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. პიგმენტური ლაქები [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
