პნევმოტორაქსი – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს პლევრალურ ნაწილში გაზის დაგროვება.
ფორმის მიხედვით გამოყოფენ:
· დახურულ პნევმოტორაქსს;
· ღია პნევმოტორაქსს;
· სარქველის პნევმოტორაქსს.
მიზეზები
პნევმოტორაქსის გამომწვევი მიზეზებია:
· გულმკერდის ტრავმები;
· სამკურნალო ან დიაგნოსტიკური მანიპულაციების გართულება;
· პნევმოტორაქსის ხელოვნურად გამოწვევა ფილტვების ტუპერკულოზის სამკურნალოდ;
· ფილტვების დაავადებების გართულებები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· გულმკერდის არეში მწვავე ტკივილი;
· ქოშინი;
· გახშირებული სუნთქვა;
· მშრალი ხველა;
· გახშირებული გულისცემა;
· პანიკური შიშის გრძნობა;
· კანის საფარის სიფერმკრთალე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტკას ატარებს ექიმი პულმონოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
· გულმკერდის ორგანოების რენტგენი;
· გულმკერდის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
· სისხლში გაზის შემცველობის გამოკვლევა.
რიგ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ელექტროკარდიოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ქირურგიულ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციას;
· პლევრალური ნაწილის პუნქციას;
· პლევრალური ნაწილის დრენირებას;
· პლევროდეზს;
· ფილტვების, ბრონქების, გულმკერდის დაზიანებების აღმოფხვრას;
· ჟანგბადის თერაპიას;
· გასაუმტკივარებელ პრეპარატებს.
საშიშროება
აუცილებელი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
· ექსუდატიური პლევრიტი;
· ჰემოპნევმოტორაქსი;
· პლევრის ემპიემა;
· რიგიდული ფილტვი;
· სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
სპონტანური მიმდინარეობის პნევმოტორაქსი მიდრეკილია რეციდივებისკენ.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ფილტვების დაავადებების დროული მკურნალობა;
· გულმკერდის ტრავმების აღმოფხვრა;
· განმეორებითი პნევმოტორაქსის პროფილაქტიკა.
პნევმოტორაქსი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. პნევმოტორაქსი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%9e%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
