ქოლეცისტიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

0
689
ქოლეცისტიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ
#post_seo_title

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადებაა. ნაღვლის ბუშტი ღრუ, მსხლის ფორმის ორგანოა, რომელიც მუცლის ზედა მარკვენა მიდამოშია (მარჯვენა ფერდქვეშა არეში) განლაგებული და წარმოადგენს ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაღვლის წვენის რეზერვუარს. ნაღვლის ბუშტის შეკუმშვა უზრუნველყოფს ნაღვლის წვენის გადასვლას თორმეტ-გოჯა ნაწლავში, ცხიმიანი საკვების მიღების საპასუხოდ. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ინფექცია, ან კენჭებით დახშობა აფერხებს ნაღვლის წვენის მოძრაობას და იწვევს ანთებას, შეშუპებას და ტკივილს ბუშტის მიდამოში.

ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ანთება. არსებობს დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.

მიზეზები
·         ინფექციები;
·         არსწორი კვება;
·         ალკო და ნარკო დამოკიდებულება, წამლების გამოყენება თვითმკურნალობის მიზნით;
·         სტრესი, ნევროზი;
·         იმუნიტეტის დაქვეითება, დისბაქტერიოზი;
·         ქრონიკული ინფექციების არსებობა;
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისას ტარდება სისხლის ანალიზი ლეიკოციტებზე, გლობულინებზე, ასევე ნაღვლის ბუშტის გამოკვლევა.
აუცილებელია ნაღვლის ბუშტის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა, მასში კონკრემენტების რაოდენობის განსაზღვრა. დეფორმაციაზე ან პენეტრაციაზე ეჭვის შემთხვევაში ტარდება რენტგენი.

სიმპტომები
·         სხეულის მარჯვენა ნაწილში ტკივილი;
·         გულის რევა, ღებინება, მეტეორიზმი, ენაზე თეთრი ნადები;
·         ტემპერატურა 37.5-38° С საღამოს და ღამის საათებში;

მკურნალობა
·         დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
·         ანტიბიოტიკები.
·         შარდმდენი პრეპარატები.

დიეტა
დაავადების ყველა ფორმის მკურნალობისას აუცილებელია დიეტა № 5-ის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს: ცხიმიანს, შემწვარს, ნედლ ბოსტნეულს, კონსერვებს, შოკოლადს, ძეხვეულს. რეკომენდირებულია უცხიმო ხორცი, ორთქლზე შემწვარი კოტლეტები, ხაჭო, კეფირი, გამომცხვარი ბოსტნეული.

საშიშროება
შესაძლოა მოხდეს კუჭის გახეთქვა და პერიტონიტის განვითარება. ასევე ღვიძლის კოლიკას განვითარება, განვითარდეს რიგი ონკოლოგიური დაავადებები.

რისკის ჯგუფი
პირები, რომლებსაც არ აქვთ სწორი კვება. ჭარბწონიანები. ალკოჰოლის მოყვარულები, ნარკოდამოკიდებულები.

პროფილაქტიკა
სწორი კვება, სტრესთან ბრძოლა. წამლების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

#drpkhakadze #აქხარისხია

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ტერფმრუდობა - ხასიათდება ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანომალიური განვითარებით
წინა სტატიაშიქოლესტეროზი
შემდეგი სტატიაქონდრომა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ