რეფსუმის სინდრომი – წარმოადგენს იშვიათ მემკვიდრეობით დაავადებას, რომლის დროს ორგანიზმში გროვდება ფიტანის მჟავა, ანუ ცხიმების დაყოფის პროდუქტი

0
556
რეფსუმის სინდრომი - წარმოადგენს იშვიათ მემკვიდრეობით დაავადებას, რომლის დროს ორგანიზმში გროვდება ფიტანის მჟავა, ანუ ცხიმების დაყოფის პროდუქტი
#post_seo_title

რეფსუმის სინდრომი – წარმოადგენს იშვიათ მემკვიდრეობით დაავადებას, რომლის დროს ორგანიზმში გროვდება ფიტანის მჟავა, ანუ ცხიმების დაყოფის პროდუქტი.

რეფსუმის სინდრომი წარმოადგენს იშვიათ მემკვიდრეობით დაავადებას, რომლის დროს ორგანიზმში გროვდება ფიტანის მჟავა — ცხიმების დაყოფის პროდუქტი. ეს სინდრომი იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს და საჭიროებს დროულ დიაგნოზსა და მკურნალობას.

მიზეზები
ძირითადი მიზეზი არის მემკვიდრეობითი ფაქტორი, რომელიც ადამიანს გადაეცემა აუტოსომურ-რეცესიული ფორმით.

სიმპტომები
·         ნათხემის ატაქცია;
·         სიყრუე;
·         ანსომნია;
·         მხედველობის დაქვეითება;
·         პარეზების განვითარება;
·         ძვლებისა და კანის საფარის ცვლილება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         ნევროლოგის კონსულტაცია;
·         შარდის ანალიზი მასში ფიტანის მჟავას დონის დასადგენად;
·         სისხლის ანალიზი მასში ფიტანის მჟავას დონის დასადგენად.

მკურნალობა
·         ქლოროფილის შემცველი მწვანე ბოსტნეულისა და ხილის გამოყენების შეზღუდვა;
·         დიეტა, რომელიც გულისხმობს საკვებად დაბალცხიმიანი პროდუქტების გამოყენებას;
·         პლაზმოფარეზი – სისხლიდან ფიტანის მჟავის განდევნა.

საშიშროება
დაავადება ხელს არ უშლის სრულფასოვან ცხოვრებას. მთავარია დროულად მოხდეს დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის დაწყება. ასეთ დროს შედეგი ყოველთვის დადებითია და ხდება რიგი გართულებების თავიდან აცილება.

პროფილაქტიკა
გამომდინარე იქედან, რომ დაავადება მემკვიდრეობითი ხასიათისაა, რაიმე კონრეტული პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.

#drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ამილოიდოზი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ