უიპლის დაავადება

0
455

უიპლის დაავადება – წარმოადგენს დაავადებას, რომელიც აზიანებს წვრილ ნაწლავს და სხვა შინაგან ორგანოებს. დაავადების დროს მისი გამომწვევი ბაცილები ეკვრიან წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, რაც სისხლში საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მიერ დაშლილი საკვები ნივთიერებების შეწოვის მიზეზი ხდება. 
სარისკო ჯგუფს წარმოადგენენ 50 წლის და უფროსი მამაკაცები. ამასთან, ბოლო დროს დაავადება გვხვდება ახალგაზრდა მამაკაცებშიც.
დაავადებას აქვს სამი სტადია:
·         არანაწლავური გამოვლენის პერიოდი;
·         ნაწლავის მიერ შეწოვის პროცესის დარღვევა;
·         პოლიორგანული გამოვლინებების სტადია. 
 
მიზეზები
უიპლის დაავადება ვითარდება ორგანიზშმი Tropheryma whippelii-ის ბაცილების შეღწევისა და დაგროვების შედეგად, რომელიც აზიანებს წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, ამასთან, ინფექცია შეიძლება გავრცელდეს სხვა ორგანოებზე (მაგალითად: ტვინზე, გულზე, თვალებზე, სახსრებზე და ა.შ.).
უიპლის დაავადების სიმპტომები
დაავადების სიმპტომები ვლინდება შემდეგნაირად:
·         ცხელება, ტკივილი სახსრების არეში, კანის სიწითლე, კუნთების ტკივილი;
·         შემცივნება;
·         ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
·         კუჭის აშლა, დიარეა დღე-ღამეში 10-ჯერ, კუპრისებური განავალი;
·         სისხლის მიმოქცევის დონის დაწევა;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         სისხლდენა;
·         მუცლის შებერილობა, ტკივილი ჭიპის არეში;
·         წონის დაკარგვა;
·         მოთენთილობა;
·         ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა;
·         გულის რევა, ღებინება, მადის დაკარგვა;
·         გულის კუნთებისა და სარქველების დაზიანება; 
·         თვალის ლორწოვანის ანთება;
·         უძილობა, მეხსიერების გაუარესება;
·         არტერიული წნევის დაცემა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტირებას ახორციელებს ექიმი-გასტროენტეროლოგი. უიპლის დაავადებაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში პაციენტის გასინჯვა შეიძლება მოიცავდეს:
·         წვრილი ნაწლავის ლორწოვანას ბიოპსიას;
·         გადიდებული ლიმფური კვანძის ბიოპსიას;
·         კალას ანალიზს;
·         ენდოსკოპიურ პროცედურებს (ენტეროსკოპიას, ფიბროდუოდენოსკოპიას, ეიუნოსკოპიას ან ფიბროილეოკოლონოსკოპიას);
·         საყლაპავის რენტგენს;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         მუცლის ღურს ორგანოების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
·         ქსოვილის ნიმუშის ჰისტოლოგიურ კვლევას.
 
უიპლის დაავადების მკურნალობა
უიპლის დაავადების მკურნალობა ხანგრძლივ პიეროდს მოიცავს – დაახლოებით ერთ წელს. მკურნალობის მეთოდებში შედის:
·         დიდი რაოდენობით ცილების დიეტა, ცხიმების გამორიცხვით;
·         ანტიბიოტიკების კურსი;
·         ანტიმიკრობული საშუალებების მიღება;
·         ჰორმონალური თერაპია;
·         კალციუმის, მაგნიუმის, რკის და კალიუმის მიღება;
·         ვიტამინების თერაპია (D, A, B).
 
საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევში უიპლის დაავადებამ შეიძლება მიგვიყვანოს ორგანიზმის ცხოველქმედების ესრიოზულ მოშლამდე, რის ფონზეც შეიძლება განვითარდეს ლეტალური შედეგი. თერაპიის არარსებობის და სიმპტომების მომატების შემთხვევაში პაციენტი კვდება დაავადების მეორე სტადიაზე.
 
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ჯანსაღი ცხოვრების წესი;
·         სწორი კვება;
·         გასტროენტეროლოგთან ყოველწლიური ვიზიტი.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ვარიკოცელე — დაავადება, რომელიც იწვევს სათესლე ჯირკვლებისა და ბაგირაკის ვენების გაგანიერებას
წინა სტატიაშიტურეტას სინდრომი
შემდეგი სტატიაურეაპლაზმოზი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ