ტურეტას სინდრომი

0
491

ტურეტას სინდრომი – ცენტრალური ნერვული სისტემის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტები გაფანტულები, მგრძობიარეები და ემოციურები არიან და მხედველობით-სივრცითი ფუნქციების პრობლემები და კომპლექსური მოტორული და ვოკალური ტიკები ახასიათებთ. ამ ყველაფერს ხშირ შემთხვევაში  ახლავს დეპრესიისაკენ მიდრეკილება, კონცეტრაციის უნარის დაქვეითება და სხვა. ტურეტას სინდრომი ქრონიკული დაავადების ხასიათს ატარებს, ამიტომ განკურნება შეუძლებელია.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ითვლება, რომ დაავადება ვითარდება თავის ტვინის ქერქის და ქერქქვეშა სტრუქტურების დისფუნქციის შედეგად.
 
სიმპტომები

სახის, კისრის და მხრის კუნთების მრავალჯერადი და გაუკონტროლებელი კანკალი;
ენისა და ტუჩების ხშირი მოძრაობა;
ხშირი ხველა და ამოხველება;
ერთი და იგივე მოძრაობის, სიტყვების ხშირი გამეორება;
რიგი სიტყვების წამოძახება, რომლებიც ხშირად უცენზურო ფორმისაა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:

თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა

ანტიფსიქოტროპული პრეპარატები;
ანტიჰიპერტენზული საშუალებები.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

ბავშვის სოციალური ადაპტაციის დარღვევა;
დეპრესიისა და ნევროზისკენ მიდრეკილება.

რისკის ჯგუფი
გენეტიკური მემკვიდრეობის მქონე ბავშვები.
 
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
წინა სტატიაშიტირეოიდი
შემდეგი სტატიაუიპლის დაავადება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ