სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაცია"ჩვენი კლინიკის მიზანი საქართველოში რობოტული ქირურგიის დანერგვაა"- წმინდა მიქაელის საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგიური...

“ჩვენი კლინიკის მიზანი საქართველოში რობოტული ქირურგიის დანერგვაა”- წმინდა მიქაელის საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგიური განყოფილების უფროსი გიორგი კერესელიძე

2024 წლის 26 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს” მედ-პერსონალთან და მენეჯმენტთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს მართავს.

ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს” ორთოპედ-ტრავმატოლოგიური განყოფილების უფროს გიორგი კერესელიძეს ესაუბრა:

 “დღევანდელმა შეხვედრამ ნამდვილად კარგად ჩაიარა, ძალიან ინფორმაციული იყო. ჩვენი კლინიკა გადის ყველა ეტაპებს, რათა შემდეგ წელს უკვე შესაძლებელი გახდეს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება.

 აკრედიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ კლინიკისთვის, არამედ პაციენტებისთვისაც. შესაბამისი აკრედიტაციის მქონე კლინიკაში პაციენტი მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ნებისმიერ სფეროსა და დარგში.

ამ ეტაპზე ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში კეთდება ბევრი ისეთი ტრავმატოლოგიური ოპერაცია, რომელიც საკმაოდ რთულ ჩარევებს გულისხმობს.

  რაც შეეხება ჩვენი კლინიკის ინოვაციურ ხედვას, ეს ჯერ კიდევ მომავლის მედიცინაა, თუმცა აქ საუბარია რობოტულ ქირურგიაზე.

 ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს მსგავს ქირურგიაზე გადაწყობა და აუცილებლად დაინერგება ახლო მომავალში.
  რობოტული ქირურგია, ხალხისთვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, არ ნიშნავს იმას, რომ რობოტი ატარებს ოპერაციას. ოპერაციას ატარებს ქირურგი რობოტის დახმარებით. რობოტული ქირურგია დაყვანილია მინი ინვაზიურ და უშეცდომო მოძრაობებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, პაციენტის შემდგომ, პოსტოპერაციულ მდგომარეობაზე და რეაბილიტაციაზე აისახება.
   ეს პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს, მათ შორის, თურქეთიც აქტიურად იყენებს, ასევე, გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ა.შ. ყველას გვინდა, რომ ეს საქართველოშიც დაინერგოს და, იმედია, მივაღწევთ ამ შედეგს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სანაღვლე სადინარებისა და ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები - სიმ­პტო­მე­ბი, დი­აგ­ნო­ზი, მკურ­ნა­ლო­ბა...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights