პარასკევი, აპრილი 18, 2025
მთავარიშენი ფიტნესისაქართველოში ფიტნესკლუბების აკრედიტაციის პროცესი იწყება

საქართველოში ფიტნესკლუბების აკრედიტაციის პროცესი იწყება

საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

საქართველოში ფიტნესკლუბების აკრედიტაციის პროცესი იწყება.

პირველ ეტაპზე აკრედიტაციის ჩატარება შესაძლებელი იქნება თბილისში, ქუთაისში და ბათუმში.

ეროვნულ დამოუკიდებელ მააკრედიტირებელ ორგანოს ქმნის საქართველოს “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი” და ფრანგული ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე” იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც ევროპის მასშტაბით აერთიანებს ფიტნესკლუბებსა და ქმნის საერთაშორისო დონის უმაღლეს სტანდარტს ამ სფეროში.

აღნიშნული კვალიფიციური ორგანოს მიერ ფიტნეს კლუბისთვის მინიჭებული აკრედიტაციის სტატუსი თავდაპირვრლად ვალიდური იქნება 3 წელი და ეს პროცესი იქნება მუდმივად განახლებადი.

ჯერჯერობით ფიტნეს კლუბების აკრედიტაცია საქარველოში ნებაყოფლობითია, თუმცა გიორგი ფხაკაძე იმედოვნებს, რომ ისევე, როგორც მოხდა საავადმყოფოების შემთხვევაში, ფიტნეს დაწესებულებების აკრედიტაციის საკითხს სახელმწიფო სავალდებულოდ გახდის, რადგან არააკრედიტირებულ ფიტნეს კლუბებში უსაფრთხოება დაცული არ არის.
„სამწუხაროდ, ფიტნესკლუბები არ არის უსაფრთხო საქართველოში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ გასაძლიერებლად, რადგან ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია…” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ფხაკაძე მოუწოდებს ყველა ფიტნესორგანიზაციას საქართველოში, ჩაერთონ აკრედიტაციის პროცესში, რათა მათი სტანდარტი შეესაბამებოდეს ევროპის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს, ეს კი როგორც მომხმარებლის, ასევე თავად ფიტნესკლუბების  ინტერესშია.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ძალიან ბევრი ფიტნეს კლუბი არსებობს - როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვარჯიშის პროგრამის ბლანკი და მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხვის ანკეტა?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights