By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ვიდეო
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
  • მედია
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • წამლები
  • ექიმები
  • კლინიკები
  • დაავადებები
  • სიმპტომები
  • GMJ News
გამოგვყევით
აკრედიტაცია

„ჩემი დუმილის დრო დამთავრდა!… ვის “აბოლებთ?!” – გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესზე

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: მარტი 18, 2024 7:43 pm
ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელმა საქართველოში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ facebook live-ში  საქართველოში საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესის შესახებ ისაუბრა:

„ჩემი დუმილის დრო დამთავრდა!… ვის “აბოლებთ?!”
საქართველოში არაერთმა საავადმყოფომ უარი განაცხადა საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ მააკრედიტირებელ ორგანოებზე: “თუ ვსაუბრობთ ხარისხზე, მაღალ დონეზე და პაციენტის უსაფრთხოებაზე, რათა პაციენტმა მიიღოს ჯანდაცვის ხარისხიანი მომსახურება, საჭიროა აკრედიტაციის პროცესში ჩართვა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს ორი საერთაშორისო დონის ორგანიზაცია – joint accreditation commission და accreditation canada. როცა საქართველოში აკრედიტაციის პროცესი დაიწყო, არავის უნდოდა ამის გაკეთება და მე რას არ ვაკეთებდი ამისთვის!
საბოლოოდ, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, რომ შემოიყვანდა მააკრედიტირებელ ორგანოებს.
ეს ორივე ორგანიზაცია ამერიკული და კანადური იყო ამ სიაში, joint accreditation commission-მა განაცხადა, საქართველო არ გვაინტერესებსო და გავიდა. accreditation canada -ს წარმომადგენლები კი ჩამოვიდნენ, გადახედეს საქართველოს ბაზარს და თქვეს, არ გვაინტერესებსო და წასვლას აპირებდნენ… როცა დავინახე, რომ აკრედიტაციის თემა საქართველოში, პრაქტიკულად, ვარდებოდა, ინტენსიური მოლაპარაკება დავიწყე კანადელებთან, რათა არ წასულიყვნენ იმიტომ, რომ მინდოდა, საქართველოში ყოფილიყო ძლიერი მააკრედიტირებელი ორგანო.“
მისი თქმით, მან შეუძლებელი შეძლო, ჩამოაყალიბეს ქართული, ძლიერი გუნდი.
„შეუძლებელი შევძელი, ჟენევასა და კანადაში, თურქეთში ვიღაცები ჩავრიე და მივაღწიე იმას, რომ “აკრედიტაცია კანადა” საქართველოდან არ გავიდა. კანადელები წამომყვნენ და ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი ქართული გუნდი. ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი საქართველოში, რომლებიც ვმუშაობთ აკრედიტაციის დასანერგად ქვეყანაში. ურთულესი პროცესია, 23 სამედიცინო დაწესებულებასთან ვთანამშრომლობ და სამწუხაროდ, ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათთვის ხარისხი პრიორიტეტი არ არის… ბევრი გამომეკიდება სიტყვაზე და იტყვის, ინტერესთა კონფლიქტია და ფხაკაძე თავის ორგანიზაციას არეკლამებსო – აქ ერთი განსხვავებაა, გიირგი ფხაკაძემ რომ ჩამოიყვანა საქართველოში “აკრედიტაცია კანადა”, ერთი თეთრი არ აქვს აღებული ხელფასი ამისთვის. კანადელები ჩამოვიყვანე იმიტომ, რომ მჯეროდა, ხარისხიანი ჯანდაცვის უფლება აქვს ჩვენს თანამოქალაქეებს და საქართველოში უნდა იყოს ხარისხიანი ჯანდაცვა… მომავალ კვირას ჩამოვდივარ საქართველოში და კიდევ ჩამომყავს კანადელები, რათა დავანახო, რომ შეუძლებელი შევძელით, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა და უკვე ჩემი დუმილის დრო დამთავრდა! ჯანდაცვის წინა მინისტრმა დაუშვა შეცდომა თავის ბრძანებაში და ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ ატარებენ აკრედიტაციას, მაგრამ სინამდვილეში რას აკეთებენ, ღმერთმა იცის, დაიწყეს სერტიფიკატების დარიგება, რომ ვითომ უკვე აკრედიტირებულები არიან… საჯარო არ არის ინფორმაცია, თუ რომელი საავადმყოფო ვისთან გადის აკრედიტაციის პროცესს. ჩუმად აკეთებენ და შემდეგ facebook-ზე წერენ, გავიარეთ აკრედიტაციაო. ვის “აბოლებთ?!” 6 თვეა, რაც საავადმყიფოებთან ვმუშაობთ და ამათ იციან, რა ინტენსიური მუშაობა მიდის ჩემს გუნდთან ყოველ კვირა 3 დღე… საავადმყოფოებს დეტალურად ვუხსნით და ვასწავლით, რა უნდა გააკეთონ. ჩვენ ვქმნით იმას, რაც საქართველოში არასდროს იყო. ჩვენ ვქმნით ხარისხიანი ჯანდაცვის სტანდარტებს!“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

https://youtu.be/uD3G7LJ38GM

გაეცანით – აკრედიტაცია კანადის პარტნიორი კლინიკები საქართველოში
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
FacebookTwitter
TAGGED:გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესზე
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

აკრედიტაცია

აკრედიტაცია კანადა 65 წლის იუბილეს აღნიშნავს

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
აკრედიტაციაბლოგიინტერვიუსიახლეებიშენი ექიმიშენი უფლებებიშენი ფიტნესი

ფიტნესკლუბების აკრედიტაციის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ტვ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
აკრედიტაციაშენი პაციენტი

“შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში” პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი საქართველოში

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
აკრედიტაციაშენი პაციენტი

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლის მორიგი ვიზიტი „საპატრიარქოს კლინიკაში“ – მიმდინარეობს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადება

ავტორი Dr. Giorgi Pkhakadze
[Ruby_E_Template id="4276"]
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?