ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისხვა-ამბებიარის თუ არა ჭიები, ბავშვებში მუცლის ტკივილი მიზეზი...

არის თუ არა ჭიები, ბავშვებში მუცლის ტკივილი მიზეზი…

არის თუ არა ჭიები ისეთი იპრობლემა, რომელიც მუცლის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ საუბრობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, „გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის“ პედიატრი, გასტროენტეროლოგი, ევროპის პედიატრთა, გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრი მარიამ ღუღუნიშვილი:

„ძველი დროის მიდგომებს დიდად ვერ გავკიცხავ, მაშინ სხვა დაავადებები დიდად ცნობილი არ იყო და ყველაფერი ჭიების ირგვლივ ტრიალებდა.

უამრავი ჩივილი, შეიძლება მივაწეროთ ჭიას და პარაზიტებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა პარაზიტებზე ვსაუბრობთ, ასე კრებითი სახელით საუბარი, სწორი არ იქნება. ყველა პარაზიტს და ჰელმინთს მკურნალობა არ სჭირდება და არ ვმკურნალობთ. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პარაზიტებიც, რომელთაც აუცილებლად სჭირდებათ მკურნალობა, –   ტოქსოკარა, ასკარიდა და ა.შ. შეიძლება, რომ ჟიარდიამ ძალიან ხშირად ფაღარათიც გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის მკურნალობა თვითნებური არ იყოს“.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს – ინტერვიუ პარაზიტოლოგთან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights