ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარისხვა-ამბებირა უნდა ვიცოდეთ კვერცხზე ალერგიის დროს?

რა უნდა ვიცოდეთ კვერცხზე ალერგიის დროს?

რა უნდა ვიცოდეთ კვერცხზე ალერგიის დროს?
რა მნიშვნელობა აქვს კვერცხში არსებული ცილოვანი კომპონენტების დიაგნოსტიკას?
კვერცხი კვებითი ალერგენია, რომელიც კვებითი ალერგიის დიდ ცხრიანშიშედის.
დიდი ცხრიანი მოიცავს: რძეს, კვერცხს, თევზს, კიბოსნაირებს, თხილს, არაქისს, ხორბალს, სოიოს და ახალ ალერგენს, რომელზეც ალერგია ისეთი ხშირი გახდა, რომ შეემატა დიდ რვიანს-სეზამი
კვერცხის მიმართ ალერგია ბავშვების 2,5 % -ში გვხდება. ის ვითარდება 2 წლამდე ასაკში და შემთხვევების 55%-ში ქრება პირველი 6 წლის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი შემთხვევები კი 16 წლამდე ასაკისთვის.
კვერცხზე ალერგიული ბავშვების უმეტესობას აქვს უნარი განუვითარდეს კვერცხის ცილებისადმი ტოლერანტობა დროთა განმავლობაში.
კვერცხზე ალერგიის კლინიკური გამოვლინებები მოიცავს მსუბუქ და მძიმე რეაქციებს, როგორიცაა:
– კანის რეაქციები (ერითემა, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება)
– კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი)
– რესპირატორული გამოვლინებები (ხველა, ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება)
– ანაფილაქსია.
კვერცხი ცილებით მდიდარი პროდუქტია. კვერცხის ცილა შეიცავს 23 სხვადასხვა კომპონენტს. მათგან ძირითადი ალერგენებია: ოვალბუმინი, ოვომუკოიდი, ოვოტრანსფერინი და ლიზოციმი.
კვერცხზე ალერგიის მქონე პირებისთვის მკაცრად რეკომენდებულია მოერიდონ კვერცხსა და კვერცხზე დაფუძნებულ საკვებ პროდუქტებს ტოლერანტობის გამომუშავებამდე.
ჯვარედინი რეაქცია გვხდება კვერცხის ცილი და კვერცხის გულის პროტეინებს შორის, ასევე სხვადასხვა ფრინველის კვერცხებს (ქათამი, ინდაური, იხვი და თოლია) შორის.
კვლევებმა აღმოაჩინეს,რომ ოვომუკოიდის (Gal d 1) სპეციფიკური IgE, როგორც მნიშვნელოვანი ბიომარკერი მოხარშული კვერცხის ალერგიისთვის. ოვალბუმინის (Gal d 2) სპეციფიკური IgE, კი ითვლება საუკეთესო მარკერად, როგორც ნედლ, ასევე მოხარშულ კვერცხზე ალერგიის დიაგნოსტიკისთვის. ამრიგად, მათ ვისაც გამოუვლინდებათ ალერგია Gal d 2-ის მიმართ, ისინი ვერ აიტანენ, როგორც უმ, ისე თერმულად დამუშავებულ კვერცხს, ხოლო Gal d 1-ის მიმართ, ალერგიით გამოვლენილმა პირებმა, შეიძლება, თერმულად დამუშავებული კვერცხი აიტანონ. ეს მნიშვნელოვნად ცვლის პაციენტის ცხოვრების ხარისხს და გვიხსნის ამა თუ იმ კლინიკური გამოვლინების მიზეზებს.
დიაგნოსტიკის შესაძლებლობები:
კანის სინჯებით;
სისხლში ალერგენების გამოვლენით:
სპეციფიკური IgE-ის განსაზღვრით კვერცხის, ოვალბუმინის, ოვომუკოიდის მიმართ
მულტიალერგენული მოლეკულური ტესტებით.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights