ხუთშაბათი, თებერვალი 20, 2025
მთავარისხვა-ამბებირა გავლენა აქვს სეზონურ ვირუსებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე?

რა გავლენა აქვს სეზონურ ვირუსებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე?

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

რა გავლენა აქვს სეზონურ ვირუსებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე?
საუბრობს ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე:

„სეზონური ვირუსებით ზამთარიც და შემდეგ გაზაფხულიც საკმაოდ დატვირთულია. სხვადასხვა კატეგორიის ვირუსები არსებობს.

არის ვირუსები, რომლებიც, ადამიანზე შედარებით ნაკლებად მოქმედებს. ზოგადად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის ვირუსული ინფექცია, ნებისმიერი ავადობა გამოწვევაა. მათ შორის, ნერვული სისტემისათვის. იმუნური სისტემის მესაჭეც შესაბამისი ცენტრებია, რომლებიც ნერვულ სისტემაშია ლოკალიზებული. განსაკუთრებით აგრესიული და მძაფრი გავლენის მქონე ვირუსების დროს, მათთან ბრძოლის შემთხვევაში, ჩვენს ორგანიზმში გარკვეული ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა, რომელთა მიმართაც, შესაძლოა, მეორადად, ნერვული სისტემა მგრძნობიარე იყოს. განსაკუთრებით ბავშვის, მას გამოცდილებაც ნაკლები აქვს, რესურსიც და ვირუსების მცირე დოზა, რაც ჩვენთვის შესაძლოა, ნაკლებად დრამატული იყოს, ბავშვისთვის უკვე საკმარისია, რომ სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მეორე მხრივ, ზუსტად იმ მცირე დოზიდან გამომდინარე, საქმეც ნაკლები აქვს, შესაძლოა, შესაძლოა, მალეც გამოჯანმრთელდეს, ვიდრე ზრდასრული.

ბევრი ფაქტორი მუშაობს. ინდივიდუალური რესურსი, ინდივიდუალური ამტანობა, სხვა ქრონიკული მდგომარეობა, – ალერგიული ფონი, ცისტური ფიბროზი, ბრონქული ასთმა, თუ სხვა, რომლებმაც შესაძლოა, ორგანიზმი დაასუსტოს და გამოწვევად იქცეს. ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას გარკვეული აგზნების ფაზა აქვს, პირველი მძაფრი რეაქციაა, რომელიც ქცევასა და ემოციას უკავშირდება. ბავშვები უფრო მტირალა, ჭირვეულები ხდებიან. როდესაც ცხელებაც ემატება, აჟიტირებაც შეიძლება დაერთოს, ან დროში გახანგრძლივებისა და დოზის გახანგრძლივების შემთხვევაში, პირიქით, მოდუნება, მივარდნა გამოიწვიოს. სპეციალისტები ამას მიჩვეულები ვართ და ეს ჩვენთვის ლოგიკური მოლოდინებია.

სპეციალისტებს მივარდნილი, მოდუნებული, უმოძრაო ბავშვის უფრო გვეშინია, ვიდრე აჟიტირებული, აგზნებული, გაღიზიანებული ბავშვის, რამდენადაც შემაწუხებელი არ უნდა იყოს მშობლისთვის.

მწვავე პერიოდში ეს გამოწვევები და აჟიტირება, ქცევის დარღვევა და ნერვული სისტემის რეაგირება და მეორეა გამოჯანმრთელების პერიოდში. 2-3 კვირა ნაავადმყოფარ ბავშვს რუტინაში დაბრუნება უჭირს, ფიზიკური დატვირთვისა, თუ სხვადასხვა დატვირთვის მიმართ, თითქოს, შედარებით შემცირებულია. 2-3 კვირა ნაავადმყოფარ პერიოდში ეს უხეშ პრობლემად არ ითვლება, მით უმეტეს, თუ ეს აღდგენადია. ანუ, ვატყობთ, რომ დროში გაუმჯობესებისაკენ მივდივართ. უშუალოდ მწვავე პერიოდიც, ვირუსის შემთხვევაში ვიცით, რომ 5-6 დღე ნორმალურია. არის ვირუსები, რომლებიც შესაძლოა, 10 დღემდეც გახანგრძლივდეს. უბრალოდ, 3-4-5 დღის შემდეგ სასიგნალო სისტემა გვერთვება იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად ბაქტერიული ტიპის გართულებები, ან სხვა ასოცირებული მდგომარეობები არ გაგვეპაროს.

მშობლებსა და ოჯახის წევრებს ვანუგეშებთ იმ თვალსაზრისით, რომ მწვავე პერიოდში, 5-6 დღიანი ქცევითი, თუ ემოციური დარღვევები, ისევე, როგორც ნაავადმყოფარ პერიოდში, 2-3-კვირიანი შლეიფი, ეს მეტ-ნაკლებად ნორმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა არის გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ.

ყველაფრის თავი და თავი წყალია. დიდი რაოდენობით სითხეებით დატვირთვა, სუფთა წყალი, შინაურული კომპოტებით დატვირთვა მნიშვნელოვანია. მოვერიდოთ გაზიან, ემულგატორებით დატვირთულ სასმელებს. თუმცა, გადაუდებელ შემთხვევაში, მცირე რაოდენობით ესეც შესაძლებელია. სითხე ნაწლავური ინფექციის შემთხვევაში, ნაწლავების სანაციასაც უზრუნველყოფს, სისხლში შეიწოვება და ის ტოქსიკური მეტაბოლიტები, რომლებიც ვირუსთან, თუ ბაქტერიასთან ბრძოლის პროცესში გამომუშავდება და შესაძლოა, იმ მედიკამენტების გავლენაც იყოს, რომელიც ამ პერიოდში გვჭირდება, ორგანიზმიდან გამოიტანს. დიდი დოზით სითხე ფილტრაციის პროცესსაც აჩქარებს, შარდვის პროცესსაც და უფრო უმტკივნეულოდ, სწრაფად, ეფექტურად გამოიდევნება ტოქსიკური მეტაბოლიტები. სითხის დეფიციტზე ნერვული სისტემა ძალიან მგრძნობიარეა. მივარდნილი, მოდუნებული ბავშვის შემთხვევაში, გაუწყლოების პრობლემა შეიძლება იყოს. ვირუსების დროს გაუწყლოება ძალიან ადვილად დგება. მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ. ბავშვი, რომელიც ბევრ სითხეს სვამს, ბევრს უნდა შარდავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვა სასიგნალო სისტემა ჩაერთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა.“

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ – ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ – ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

19 თებერვალი 2025
როგორ დავუკავშიროთ სამზარეულოს წინსაფარი სამუშაო ზედაპირს

როგორ დავუკავშიროთ სამზარეულოს წინსაფარი სამუშაო ზედაპირს

თებერვალი 20, 2025
ყავა და წყალი – რატომ უნდა მივაყოლოთ ყავას წყალი

ყავა და წყალი – რატომ უნდა მივაყოლოთ ყავას წყალი

თებერვალი 20, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
სოფელი ბოჭორნა – ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი მთელ ევროპაში

სოფელი ბოჭორნა – ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი მთელ ევროპაში

თებერვალი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა გავლენას ახდენს თევზის კვების რაციონში შეტანა ადამიანის ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს თევზის კვების რაციონში შეტანა ადამიანის ჯანმრთელობაზე

თებერვალი 20, 2025
ბალენსიაგას სამი გამორჩეული კაბა, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ქალბატონებმა მოირგეს

ბალენსიაგას სამი გამორჩეული კაბა, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ქალბატონებმა მოირგეს

თებერვალი 20, 2025
სეზონური მოგზაურობის იდეები – საუკეთესო მიმართულებები წელიწადის ყველა დროისთვის

სეზონური მოგზაურობის იდეები – საუკეთესო მიმართულებები წელიწადის ყველა დროისთვის

20 თებერვალი 2025
სადგურის მოედანი —ისტორია, არქიტექტურა და თანამედროვე მნიშვნელობა

სადგურის მოედანი —ისტორია, არქიტექტურა და თანამედროვე მნიშვნელობა

თებერვალი 20, 2025
Microsoft-მა Xbox-ისთვის AI მოდელი Muse წარმოადგინა

Microsoft-მა Xbox-ისთვის AI მოდელი Muse წარმოადგინა

თებერვალი 20, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights