პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარიშენი ექიმი„ფიქსირდება „კოვიდ 19“-ის შემთხვევებიც...“ - ალექსანდრე გოგინავა

„ფიქსირდება „კოვიდ 19“-ის შემთხვევებიც…“ – ალექსანდრე გოგინავა

რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები ქვეყანაში კვლავ აქტიურია. მედიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ძირითადად „ა“ გრიპის ორი სეროტიპი ცირკულირებს. თუმცა გრიპის ვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა რესპირაციულ- ვირუსული ინფექციები, მათ შორის კოვიდ 19-ის შემთხვევები. მაღალი რჩება სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობაც, ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

ინფექციონისტები შემთხვევების კლებას მარტის მეორე ნახევრიდან ვარაუდობენ, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

„ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა არის სხვა რესპირაციული ინფექციებით მომართვიანობაც, მათ შორის კოვიდ 19-ის შემთხვევებიც ფიქსირდება. გრიპის ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მარტის პერიოდში გვქონდეს ნაკლები შემთხვევები. თუ აღინიშნება რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა, ხველა და ა.შ. ასეთ დროს, უმჯობესია ექიმთან ვიზიტი, რომ მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება“, – განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  თავი დააღწიეთ ხელების დაბუჟებას ამ სამკურნალო მეთოდებით - სისხლძარღვების გაწმენდის ეფექტური საშუალება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights