სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბები„საავადმყოფოს მშენებლობა ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, პროცესს კერძო სექტორი შეეხიდოს“ - ირაკლი...

„საავადმყოფოს მშენებლობა ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, პროცესს კერძო სექტორი შეეხიდოს“ – ირაკლი კობახიძე

„საავადმყოფოს მშენებლობა ძალიან ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯერ ვერ იტყვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელდეს.

„საუბარია შესაბამისი ტერიტორიის პრივატიზებაზე. უშუალოდ რა ფორმით გაფორმდება ამ შენობის პრივატიზება, ეს იქნება დამოკიდებული უკვე კონკრეტულ პირობებზე.  საავადმყოფოს მშენებოლობა ჯდება ძალიან ძვირი. სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას და სწორედ ამის გამო ინიშნება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის განთავსებული მთლიანობაში რესპუბლიკური საავადმყოფო. მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რათა კერძო სექტორი შეგვეხიდოს საავადმყოფოს მშენებლობაში, რომ ჭარბი ტვირთი არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს.  ვერ გეტყვით, რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელდეს. გპირდებით, რომ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის შეთავაზებული იქნება მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი. მაქსიმალურად რაციონალურად დაიტვირთება ის სივრცე, რომელზეც გვაქვს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დაახლოებით სამ წელიწადში მშენებლობა დასრულებული იქნება.

„პირველადი გეგმით, დემონტაჟის პროექტირებასა და დემონტაჟს, დაახლოებით, ერთი წელი სჭირდებოდა, შემდეგ შენობის პროექტის პროექტირებას და მშენებლობას სჭირდებოდა დაახლოებით სამი წელი. პირველი ერთი წელი დაიზოგება იქიდან გამომდინარე, რომ დემონტაჟი აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით სამი წლის თავზე იქნება შესაძლებელი მშენებლობის დასრულება. ანუ სამწლიანი გეგმა გვექნება შეთავაზებული“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება, ხოლო, არსებული შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "ჩემი ოცნება ახდა!" - გიორგი ფხაკაძე აფთიაქში შემთხვევით აღმოჩენილმა სიურპრიზმა აღაფრთოვანა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights