სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმოწევა ადამიანის იმუნურ სისტემასაც კი ცვლის…

მოწევა ადამიანის იმუნურ სისტემასაც კი ცვლის…

პასტერის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა. ახალი კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, თამბაქოს მოწევა იმდენად საზიანოა ორგანიზმისთვის, რომ ადამიანის იმუნურ სისტემასაც კი ცვლის, რის შედეგადაც ისინი დაავადებებისა და ინფექციების მიმართ დაუცველნი მოწევის შეწყვეტიდან წლების შემდეგაც რჩებიან.
მწეველებს აფრთხილებენ, რომ მოწევის მავნე ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, – ფილტვის კიბო, გულის შეტევა ან ინსულტი.

„კვლევამ აჩვენა, როგორ ამცირებს მოწევა ორგანიზმის უნარს, მყისიერად და დროთა განმავლობაში ებრძოლოს ინფექციას, ასევე შეიძლება მწეველი დადგეს ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკის ქვეშ, როგორიცაა ანთება, რევმატოიდული ართრიტი და ლუპუსი (მჭამელა).
მოწევას აქვს გრძელვადიანი ეპიგენეტიკური გავლენა იმუნური სისტემის დაცვის ორ ძირითად ფორმაზე: თანდაყოლილ რეაქციასა და ადაპტაციურ რეაქციაზე. გავლენა თანდაყოლილ რეაქციაზე სწრაფად ქრება, როდესაც ადამიანი წყვეტს მოწევას, მაგრამ ეფექტი ადაპტაციურ რეაქციაზე ნარჩუნდება მას შემდეგაც, რაც ისინი მოწევას წყვეტენ.
„ჩვენი კვლევის მთავარი აღმოჩენა არის ის, რომ მოწევას აქვს როგორც მოკლევადიანი,  ასევე გრძელვადიანი გავლენა ადაპტაციურ იმუნიტეტზე, რომელიც დაკავშირებულია B უჯრედებთან, ასევე მარეგულირებელ T უჯრედებთან და ეპიგენეტიკურ ცვლილებებთან“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
როდესაც კვლევაში მონაწილე ადამიანებმა მოწევას თავი დაანებეს, მათი იმუნური პასუხი გაუმჯობესდა ერთ დონეზე, მაგრამ ბოლომდე წლების განმავლობაში არ გაჯანსაღდა.
„კვლევის მთავარი გზავნილი არის ის, (განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის), რომ, არსებობს მნიშვნელოვანი ინტერესი გრძელვადიანი იმუნიტეტისთვის – არასოდეს დაიწყოთ მოწევა“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო : CNN

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ყველაზე ტრენდულ შოკოლადში ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობები აღმოაჩინეს - რა ნივთიერებებს მიაკვლიეს „დუბაის შოკოლადში“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights