პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარიშენი ექიმიჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა 90% სრულად იკურნება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია – სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა 90% სრულად იკურნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო კვლევით, რომელიც 2023 წლის სექტემბრით თარიღდება, ბავშვთა სიმსივნეების მკურნალობაში მედიცინამ საგრძნობი პროგრესი განიცადა. ჯამში გამოჯანმრთელების 90-პროცენტიანი შედეგი აჩვენა, ეს მხოლოდ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მასშტაბური კვლევის დეტალებს გვიზიარებს, რომელიც 2006 წლიდან 2010 წლამდე ჩატარდა და ბავშვებს ეგვიპტესა და გერმანიაში აკვირდებოდნენ. განვითარებადი და ღარიბი ქვეყნები, კვლევისთვის შეგნებულად იქნა აღებული, რათა სტატისტიკა შეედარებინათ.

სიმსივნეებს შორის პირველ ადგილზე იყო ლეიკემია, რომელიც 48.8 პროცენტს იკავებდა. სურდათ, რომ კვლევით დაედგინათ, რა უწყობს ხელს გამოჯანმრთელების პროცესს ყველაზე მეტად. უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ქვეყნის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა და მედიცინის წარმომადგენელთა დამოკიდებულება პაციენტების მიმართ. დაბალგანვითარებული ქვეყნების ნაწილში, პრობლემას წარმოადგენდა დიაგნოზის დასმა, გვიანი მიმართვიანობა, არასაკმარისი შემოსავალი და სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების სიმცირე. ანგარიში ოფიციალურ ვებგვერდზე დევს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ქრომოსომული სიურპრიზი: მეცნიერებმა პირველად დაამტკიცეს კავშირი ცენტრომერებსა და იმუნურ სისტემას შორი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights