სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბები„შევხვდები რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას. ყველა საკითხი არგუმენტების სახით...

„შევხვდები რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას. ყველა საკითხი არგუმენტების სახით დაიდება“

„ხვალ პრემიერ-მინისტრთან ერთად შევხვდები რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას. ყველა საკითხი არგუმენტების სახით დაიდება და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივიღებთ არა ემოციურ, არამედ რაციონალურად სწორ გადაწყვეტილებას“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„ხვალინდელ შეხვედრაზე იქნება დასახელებული არგუმენტები და ყოველგვარი ემოცია იქნება გადადებული გვერდზე. ექიმები სწორად გამიგებენ: მნიშვნელობა აქვს არა იმას, არის თუ არა პროტესტი, არამედ იმას – რომელ მხარეს იქნება უფრო მყარი არგუმენტები. ამას ისინი გაგებით ხვდებიან, სწორად აფასებენ მოვლენებს და მზად არიან, წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები. ბევრი ვესაუბრე მათ წარმომადგენლებს და ისინი სწორად აფასებენ ამ სიტუაციას. ყველა საკითხი არგუმენტების სახით დაიდება ხვალინდელ შეხვედრაზე და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივიღებთ არა ემოციურ, არამედ რაციონალურად სწორ გადაწყვეტილებას. ხვალინდელი შეხვედრის წინ ამის იმედი მაქვს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  არის თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორია კერძო ინტერესის სფერო?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights