ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის განმახორციელებელი ერთეულის ხელმძღვანელი, ნინო კვერნაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო”
„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვთა საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და 3 ახალი კლინიკა დაემატა – ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ უკვე აწვდიან.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობა, ჯამში, 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში.
პროგრამაში, ამოქმედებიდან დღემდე, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.
ჯანდაცვის სამინისტრო, აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც“, – განაცხადა ნინო კვერნაძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 აგვ 31]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/02/16/50-%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a4/
sheniekimi.ge
